ლევან ოდიშარია: ამორალური პოლიტიკა უნდა შეცვალოს მორალურმა პოლიტიკამ

 

დიახ ამორალური პოლიტიკა უნდა შეცვალოს მორალურმა პოლიტიკამ. 2000 -ანი წლებიდან დასავლური ნეოკოლონიალიზმის პოზიციები შესუსსტდა რუსეთში, რამაც გამოიწია მათი ფოკუსის გადმონაცვლება პოსტსაბჭოური სივრცის ცენტრიდან პერიფერეიბზე. მათ შორის განსაკუთრებით საქართველოში. რის შედეგადაც ქვეყნის სათავეში აღმოჩნდა ნეოკოლონიზატორების მიმართ მონურ მდგომარეობაში მყოფი კაცთმოძულე, ყოველგვარი მორალს მოკლებული ავანტიურისტთა ჯგუფი. მათი მეთაურობით ქვეყანა სულიერი, კულტურული, მენტალური დეგრადაციის გზას დაადგა. ეს ამორალური და დანაშაულებრივი ტენდენციები დღემდე გრძელდება.
მიმდინარე პერიოდში საერთაშორისო ძალთა ბალანსის ცლილების კვალდაკვალ გაჩნდა შანსი ქვეყანამ დაიბრუნოს თუნდაც ის მინიმალური სუვერენიტეტი რაც გააჩნდა ორიათასიანი წლების დასაწყისისათვის. ერთ-ერთ აუცილუბელ ნაბიჯად მიმაჩნია 15-20 წლის წინ დაწყებული იდეოლოგიური და სოც- ეკონომიკური, მახინჯი მოდელების და ტენდენციების შეფასება და დაგმობა. ასევე ცხადია ვეთანხმები მორალურ პრინციპებზე დაფუძნებულ საზოგადოებრივ-პოლიტიკური კონსოლიდაციის იდეას.
ლევან ოდიშარია
Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *