არჩილ ბაბლიძე: თქვენ კარგად ხედავთ პრობლემებს და გეთანხმებით თქვენს მოსაზრებებში

საფრანგეთის ქალაქი რენი ბრეტანის მიწის სათაო ქალაქია, სიდიდით ქუთაისს გაუტოლდება, მაგრამ ქართველების რაოდენობა დაახლოვებით ათი ათასია. მეც აქ ვცხოვრობ და დიდი სიამოვნებით გინასპინძლებდით

გეტყობათ რომ ანთებული ბრძანდებით და მე ეს ძალიან მახარებს. თითოეული ადამიანი ვისაც საქართველოს და ქართველი ხალხის ბედი აღელვებს, ჩემთვის შეუფასებელი სიხარულისა და იმედის მომტანია. ადამიანური გონება და ფსიქიკა, მიუხედავად ინტელექტუალური განვითარებისა, ყველა საფეხურზე ძალზედ ფაქიზია და მასზე ყოველთვის ახდენს გარკვეული სიხშირის და ტიპის ინფორმაცია არსებით ზეგავლენას. დღევანდელ მთავრობაში მოსული ადამიანების ფსიქიკა, როიალთან მჯდომ აღზნებულ მუსიკოსს ჰგავს, რომელიც ეგოისტურად, მხოლოდ თავის მუსიკას უკრავს და უნდა რომ გარშემო ყველას ესმოდეს და მოსწონდეს ყოველი მისი თუნდაც უნიჭოდ შესრულებული მელოდია.
თქვენ თქვენებური მელოდია გაქვთ, როდესაც გისმენთ, ვმშვიდდები, მისასალმებელია რომ ასე ახლოს მიგაქვთ გულთან და გონებასთან ადამიანების საღი აზრი, რომელიც დამეთანხმებით, აუცილებლად გასათვალისწინებელია და სჭირდება ჩვენს ქვეყანას.

თქვენ კარგად ხედავთ პრობლემებს და გეთანხმებით თქვენს მოსაზრებებში, მაგრამ ვფიქრობ პრობლემები კიდევ უფრო მეტია, მაგალითად ჯანდაცვა.. არ გიფიქრიათ რომ საქართველოს მოსახლეობას შეგნებულად აავადმყოფებენ? ასიდან ოთხმოცი პროცენტი დიაგნოზების არასწორია.. ეს კეთილგანწყობილი მედიცინის შემთხვევაში შეუძლებელია, აფთიაქები ბიძინას მედიკამენტებითაა სავსე. ქვეყანა სესხებს რის ხარჯზე იღებს? გგონიათ დამფინანსებლებს ადგილობრივი (ქართული) ბაზარი აინტერესებთ? დიდი თავია ბატონო თეიმურაზ. ვიზები რომ გაგვიხსნეს ამით რასაც გვიმზადებდნენ გვიან მივხვდებით. ძალიან მინდა რომ გენდობოდეთ. თქვენსს საუბარში ერთი თიანელი კარგი კაცი ვიგრძენი, პოეტი ტარიელი. ნუ რა გითხრათ.. ჯერჯერობით მხოლოდ წარმატება შემიძლია გისურვოთ და ნდობას ბრძოლაში მოვა. მე ზოგადად კაცთ მოძულე არ ვარ, არც რაიმე სახის დაპირისპირების მომხრე, ხალხს შორის, მაგრამ უბრძოლველად საქართველოს არ ეშველება

მე ვაპირებ საქართველოს გადასარჩენად ბრძოლას, ბრძოლას იმ ნეგატიურ ძალებთან, რომლებიც არ აძლევენ ჩვენს ქვეყანასა და ხალხს ევოლუციის საშუალებას. ეს არის ჩემი ერთადერთი და უკანასკნელი მიზანი. ამიტომ რათქმაუნდა ყველა ადამიანი, იქნება ეს პოლიტიკოსი, ექიმი, მეეზოვე, გლეხი თუ სხვა, ვისი გულიც საქართველოსთვისაა ანთებული, ჩემთან ერთად მიაღწევენ საქართველოს გაბრწყინებას. რაც შეეხება თქვენს აქტიურობას, მივესალმები და იმედს ვიტოვებ რომ, თქვენთან ერთად მომიწევს ჩემი პირველი ნაბიჯების გადადგმა იმ ცხოვრებისეულ ასპარეზზე, სადაც საქართველოს კეთილდღეობისათვის გადამდგარ ადამიანებს ღმერთი აუცილებლად შეეწევა. 🕊

არჩილ ბაბლიძე

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *