ცნობილი სპორტსმენისა და მოღვაწის, რომან რურუას პატივგების საღამო

პირველად ისტორიაში,  დალაშქრულ მწვერვალს სპორტსმენის სახელი მიენიჭა. ასეთი პატივი ერგო გამოჩენილ სპორტსმენს, ოლიმპიურ და მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონს, რომან რურუას.

ამ ღირსშესანიშნავ მოვლენასთან დაკავშირებით, 23 იანვარს,  საქართველოს მთასვლელთა ფედერაციისა  და ტელევიზია „ქართული TV“ -ს  ეგიდით „კინგ-დავიდის“ კომპლექსში გაიმართა  რომან რურუას პატივგების საღამო, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს კულტურის, მეცნიერების, ხელოვნების წარმომადგენლებმა, ოლიმპიურმა ჩემპიონებმა და ცნობილმა სპორტსმენებმა.

ღონისძიება გააშუქა მედიამ.

საღამო მიჰყავდა  მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს მიხეილ ჯიბუტს

მისასალმებელ  სიტყვაში (იხ.მ. ჯიბუტის მისასალმებელი სიტყვა) მან ხაზი გაუსვა ამ მოვლენის ისტორიულ მნიშვნელობას, მიულოცა რომან რურუას დიდი აღიარება. და მადლობა გადაუხადა ქართველ ალპინისტებს.

პირველი სიტყვა სწორედ დამლაშქვრელთა ჯგუფის ხელმძღვანელმა, სპორტის დამსახურებულმა ოსტატმა, მთასვლელთა იმერეთის ფედერაციის თავმჯდომარემ, მერაბ ნემსიწვერიძემ წარმოთქვა. (იხ. ვებ.გვერდზე)

მცირე მისალმების შემდეგ, ალპინისტთა ფედერაციის თავმჯდომარემ, რომან რურუას საზეიმოდ გადასცა დამადასტურებელი სერტიფიკატი.

გამოჩენილი სპორტსმენსა და დამსწრე საზოგადოებას უცხოეთიდან მიესალმენ

პეტრე ჩხეიძე -შვეიცარიიდან,  დიპლომატი, საქართველოს პირველი ელჩი რუსეთში, ამერიკასა და გაეროში

გოჩა ძასოხოვი – გერმანიიდან, საზოგადო მოღვაწე„საქართველოს ხალხთა ასამბლეის“ პრეზიდენტი

გურამ გედეხაური -მოსკოვიდან  მსოფლიო ჩემპიონი კლასიკურ ჭიდაობაში, ჭიდაობის ფედერაციის ყოფილი თავმჯდომარე

ნოდარ გიორგაძე -სლოვაკეთიდან, ცნობილი ბიზნესმენი (ბრატისლავა)

თემურ ყვითელაშვილი – ცნობილი მუსიკოსი

ანზორ კიკალიშვილი – მოსკოვიდან, ცნობილი ბიზნესმენი და საზოგადო მოღვაწე, ორგანიზაცია „21-ე საუკუნის“ პრეზიდენტი

ვალერიანო გამგებელი – ესპანეთიდან, საოპერო მომღერალი

მევლუდ ართვინლი  – თურქეთიდან, ფონდ „ქართულის“ თავმჯდომარე

გიორგი წურწუმია – მოსკოვიდან, „ქართული კულტურის ცენტრის“ ხელმძღვანელი

გია სიგუა  – უკრაინიდან, პროფესორი, დოქტორი

ელბრუს თედეევი – უკრაინიდან, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ჭიდაობაში, უკრაინის ჭიდაობის ფედერაციის თავმჯდომარე, უკრაინის პარლამენტის წევრი

კომანდორ მაჯიდოვი – ბელორუსიიდან, ბელორუსიის ჭიდაობის ფედერაციის თავმჯდომარე

ალექსანდრე მედვედი – ბელორუსიდან, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონი

მუსა აიდინი – თურქეთის ჭიდაობის ფედერაციის თავმჯდომარე, თურქეთის პარლამენტის წევრი, წარმოშობით ქართველი.

დაულეტ ტურხანოვი  – ყაზახეთის ჭიდაობის ფედერაციის თავმჯდომარე, ყაზახეთის ყოფილი სპორტის მინისტრი, ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი.

ალექსანდრ კარელინი – რუსეთი, ციმბირიდან, სამგზის ოლიმპიური და ცხრაგზის მსოფლიო ჩემპიონი ჭიდაობაში, რუსეთის დუმის წევრი.

მიხეილ მამიაშვილი – რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, კარგი ქართველი და დღეს საქართველოს დიდი მხარდამჭერი.

ვახტანგ მიქელაძე – მოსკოვიდან, კინორეჟისორი

ანა კერესელიძე – მოსკოვის ქართული სკოლის დამფუძნებელი და დირექტორი

ზურაბ ბაგრატიონი – მოსკოვიდან… ცნობილი  მხატვარი.

ზურაბ მიქავა – უკრაინიდან, კიევში ქართული კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი.

საღამოს წამყვანმა გააჟღერა ჩვენი სასიქადულო თანამემამულეების მიმართვა, ვინც ვერ შეძლო საღამოზე დასწრება

პირველი ეკუთვნის საქართველოს დიდ სიამაყეს,  ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილს:

„სამწუხაროდ, ვერ ვესწრები შესანიშნავ ღონისძიებას, რომელიც ეძღვნება ჩვენი ქვეყნის უდიდეს სპორტსმენს, არაჩვეულებრივ პიროვნებას, რომან რურუას, რომელმაც დიდება მოუტანა თავის ქვეყანას და დღესაც თავისი შესანიშნავი საქმიანობით, სამაგალითოა ყველასთვის. მივესალმები მას სულით და გულით და ვადასტურებ ჩემს ღრმა პატივისცემას და დიდ სიყვარულს ამ უაღრესად ბვუმბერაზი ადამიანის შესახებ. მადლობა მთასვლელებს, რომლებმაც ეს დიდი ნაბიჯი გადადგეს!“

მეორე მისალმება ეკუთვნის  ბატონ ანზორ ერქომაიშვილს ,ცნობილ საზოგადო მოღვაწეს, ანსამბლ “რუსთავის” ხელმძღვანელს.

“ბატონი რომანი არის ლეგენდა…ვამაყობ, რომ იმ ეპოქის საქართველოში ვცხოვრობ,რომელსაც ჰყავს რომან რურუა… კაცი,რომლისთვისაც მზად ხარ სულის ნაწილი გაიღო!”

ამავე ანსამბლის წამყვანმა სოლისტმა დავით გველესიანმა ასეთი მიმართვა გამოგზავნა:

“ბატონი რომანის არსებობაც კი დიდი სტიმულია ყველა ღირსეული ადამიანისათვის“

დამსწრე საზოგადოებამ დიდი მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც გაიზიარა ეს სიხარული, განსაკუთრებული მადლობა დიდ მამულიშვილს,ბატონ სოსო ორჯონიკიძეს, რომელიც სიამოვნებით შეხვდა ორგანიზატორთა თხოვნას, მის მიერ აგებულ ამ უნიკალურ შენობაში შემდგარიყო პატივგების   საღამო.

გაჟღერდა სასიამოვნო სიურპრიზი:  „ზოდიაქოს თანავარსკვლავედის საზოგადოებამ“.  დაიწყო  პლანეტის საპატიო მოქალქეების დასახელება. პირველი ქართველი ამ სიაში სწორედ რომან რურუაა და იგი რიგით მეთოთხმეტეა.

საღამოზე სიტყვით გამოვიდნენ:

ირაკლი დოლაბერიძე – განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე;

რამაზ გახოკიძე – პროფესორი, დოქტორ

გოგი თოფაძე – ცნობილი ბიზნესმენი და საზოგადო მოღვაწე

გიგა ბათიაშვილი – არქიტექტორი, საზოგადო მოღვაწე

ზაურ ნაჭყებია – მწერალი და პუბლიცისტი

ჯამლეტ ხუხაშვილი სპორტული კომენტატორი

ნონა ღამბაშიძე – ქართული TV-ს დირექტორი

თემურ შაშიაშვილი  – გელათის მეცნიერებათა აკადემიის წევრი

ენდი გოგლიჩიძე – მსოფლიო ჩემპიონი კლასიკურ ჭიდაობაში

ქუთათელაძე ბადრი –  მწერალი, საზოგადო მოღვაწე

გამოსვლების დასრულებისას, გაჟღერდა კიდევ ერთი სიურპრიზი. გამომცემლობა “მინიატურამ”, რომელსაც ერთი ოჯახის წევრები შეადგენენ, ამ დღისთვის პეციალურად  ჩამოსხმული ღვინო მიუძღვნა, რომლის ეტიკეტიც ამ ღირსშესანიშნავ მოვლენას ასახავს

საღამოს წამყვანმა მესამე  სიურპრიზიც გააჟღერა., ის სახელოვან პოეტს, ტარიელ ხარხელაურს უკავშირდება.

„ბატონმა რომანმა და ბატონმა ტარიელმა რამდენიმე წლის წინ, ცნობილი მოღვაწის, რეზო ჩხეიძის სახლში დიდ მოღვაწეებთან, ბატონებთან: მერაბ ბერძენიშვილთან, რეზო ჩხეიძესთან, ანზორ ერქომაიშვილთან, გივი თოიძესთან, არნოლდ გეგეჭკორთან, ომარ მხეიძესთან, თემურ გუგუშვილთან, გიგა ბათიაშვილთან, რამაზ ყურაშვილთან ერთად ხელი მოაწერეს დიდ ქართულ დოკუმენტს, „მოქმედების მანიფესტი – ერთი სამშობლო, ერთიანი ერი, გაერთიანებული სახელმწიფო“ტარიელ ხარხელაური  მთაშია და გამოგზავნა ლექსი,ჩემს მეგობარს, ბეჭებდაუდებელ ფალავანს,  რომან რურუას, მოგესალმები მთიდან“. (იხ. ვებ.გვერდზე)

ლექსი  წაიკითხა თამთა ბერიაშვილმა

სამადლობელი სიტყვა წარმოთქვა  რომან რურუამ.

დასასრულს, საღამოს ყველა მონაწილემ და სტუმრებმა   საკუთარი ხელმოწერა გააკეთეს სახელდახელოდ მომზადებულ სერტიფიკატზე.

(1tv.ge)რომან რურუას სახელობის პიკი

(euronews.ge) რომან რურუა პირველია ქართველ ფალავანთა შორის, რომლის სახელსაც მწვერვალი ატარებს _ პატივგების საღამო (ვიდეო)

В честь олимпийского чемпиона из Грузии назваливершину Кавказского Хребта

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *