(for.ge) ის რაც ლიეჟში მოხდა, არის მეოცე საუკუნის დასაწყისთან დაბრუნება

ლიეჟში „თანამემამულეთა მსოფლიო კრებაზე“ მომხდარ ინციდენტს „თეთრების“ ლიდერი, თემურ შაშიაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ეხმიანება:

“ის,რაც ლიეჟში მოხდა, ეს არის მეოცე საუკუნის დასაწყისთან დაბრუნება: ბოლშევიზმი… ზონდერებით სავსე დარბაზი… ძალისმიერი მეთოდები… სპექტაკლი 700 ადგილიან დარბაზში, რომლის შევსებაც ვერ შეძლეს… ტყუილი და სიყალბე… შიში განსხვავებული აზრის. შევეცდები დღეს, ან ხვალ დილით გავაკეთო პირდაპირი ჩართვა.

ეჭვი მეპარება, ტელევიზიებმა გადაცენ ის, რაც ჩაიწერეს… ვნახოთ…”- აცხადებს თემურ შაშიაშვილი.

შეგახსენებთ რომ დღეს „თანამემამულეთა მსოფლიო კრებაზე“ თემურ შაშიაშვილს არ მისცეს სიტყვით გამოსვლის უფლება და უხეში ფორმით ძალადურად დაატოვებინეს დარბაზი.

წყარო: სააგენტო for.ge

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *