(რეპორტოპრი)თემურ შაშიაშვილი: ამ წერილს ქალაქ ლიეჟში ვწერ, შეკრებამდე რამდენიმე საათით ადრე, ამით ყველაფერია ნათქვამი

1997 წლიდან ვარ, ვიყავი და ვრჩები იმ აზრზე, რომ სააკაშვილი არის არასერიოზული, გაუწონასწორებელი და ქვეყნისთვის საშიში პიროვნება“, – ამის შესახებ „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი განცხადებას ავრცელებს.

„ეს მას პირდაპირ ვუთხარი 2001 წლის 11 აპრილს, ინგა გრიგოლიას გადაცემაში და 2003 წლის ნოემბერში, რევოლუციამდე ორი დღით ადრე, როდესაც ჩვენი პირისპირ შეტაკება მოხდა ზესტაფონის გამგეობაში. ინგა გრიგოლიას გადაცემაში მას პირდაპირ ვუთხარი, საცოდავი საქართველო თქვენნაირი მინისტრების ხელში-თქო. ამის გამო, მეორე დღეს, შევარდნაძის სატელეფონო რისხვა დავიმსახურე, როგორ ბედავ ამის თქმას ჩემ საუკეთესო მინისტრზეო. ზესტაფონში კი, რომელსაც დღემდე არ აჩენენ ტელევიზიები, მას პირისპირ ვუთხარი ყველაფერი, რაც სათქმელი იყო. მოsთხოვეთ ტელევიზიებს ამ მასალების გამოქვეყნება და მაშინ დარწმუნდებით, რა პოზიცია მქონდა, რომელზეც დღესაც ვრჩები.

ვწუხვარ, რომ ჯერ ვერ მოხერხდა სოციალურ ქსელში იმ გამოსვლის გამოქვეყნება, რომელიც გუშინ ჩავწერე.

ქართველთა კონგრესის სათავეებთან, ათწლეულების წინ დადგნენ მერაბ ბერძენიშვილი და რეზო ჩხეიძე, დღეს არცერთი ცოცხალი არ არის. 2015 წლის აპრილში, ბატონებმა რომან რურუამ და ანზორ ერქომაიშვილმა, რუსთაველის თეატრში, ქართული ერთობის დარბაზის დიდ ფორუმს წარუდგინეს წინადადება, რომ უნდა ჩატარდეს ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესი. მეცნიერთა 200-კაციანმა გუნდმა შეიმუშავა ქვეყნის განვითარების კონცეფცია „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“, რომელიც ამ კონგრესზე და მის სესიებზე, მსოფლიოს 40 ქვეყნის 85 ქალაქში უნდა იქნეს განხილული და დამტკიცდეს ქართველთა მსოფლიო ყრილობაზე, 2020 წლის შემოდგომაზე, რომელმაც საბოლოო სახე უნდა მისცეს მომავლის საქართველოს პროგრამას.

მე არ მინდა დავიჯერო, რომ ქ. ლიეჟში, ქართველთა შეკრების ორგანიზატორი სააკაშვილი და „ნაცმოძრაობის“ სექტაა, მინდა ვიფიქრო, რომ ამ კრებას სერიოზული ხალხი უკეთებს ორგანიზებას, მ. სააკაშვილმა განაცხადა, რომ ვუერთდებიო და დარწმუნებული ვარ, რომ მას და ყველა მონაწილეს ერთნაირი უფლება გვექნება ამ კრებაზე, თუ ეს ასე არ იქნება, მაშინ დადასტურდება ეჭვი, სააკაშვილსა და „ნაცმოძრაობასთან“, კრების ორგანიზატორების ალიანსი.

ჩემი პოზიცია ურყევია, უცხოეთში ქართველთა შეკრება, ვინმეს მხარდაჭერის ან ვინმეს წინააღმდეგ, ერთნაირად დამანგრეველია ქვეყნისთვის.

ყველას ვთხოვ, შევიდნენ ვებ-გვერდზე www.civilizebuli.ge , ან ნახონ გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ 8 თებერვლის ნომერი და გაეცნონ წერილს, რომლითაც მივმართე ქ. ლიეჟის კრების ორგანიზატორებს, ამ წერილით, ყოველი ღირსეული ქართველი, საქართველოს შვილი და მეგობარი იამაყებს.

სიკეთე თქვენთან!

ერთად გავიმარჯვებთ საქართველოსთვის. მე ამ ბრძოლაში რიგითი ჯარისკაცი ვარ და ამას ვუსურვებდი ყველას.

საქართველოს მომავალი, განათლებულ და რწმენით სავსე – მორალურ ადამიანებთანაა დაკავშირებული.

ამ წერილს ქალაქ ლიეჟში ვწერ, შეკრებამდე რამდენიმე საათით ადრე, ამით ყველაფერია ნათქვამი“, – ნათქვამია თემურ შაშიაშვილის განცხადებაში.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *