(euronews.ge),ეჭვი მეპარება, ლგბტ ორგანიზაცია საქართველოში ისეთი ძლიერია, მის წინააღმდეგ ასეთი ძალით ბრძოლა იყოს აუცილებელი”

ლგბტ პრაიდის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი აფასებს:

„ მოვლენები ისე განვითარდა, შთაბეჭდილება მრჩება (ღმერთმა ქნას, მართალი არ ვიყო),  ამ ბოლო დღეებში რაც ხდებოდა, პირველი –ან დაპირისპირებულ მხარები  შეთანხმდნენ, ან დაპირისპირებულ მხარეებს გათვლილი ჰქონდათ ეს შედეგი

ეჭვი მეპარება, რომ ლგბტ ორგანიზაცია საქართველოში ისეთი ძლიერია, რომ მის წინააღმდეგ ასეთი ძალით ბრძოლა იყოს აუცილებელი, ეს უფრო ამ ძალის მქონედ მის  აღიარებას ჰგავს. ეს აწყობდა სწორედ ლგბტ – ს. მიიღო შედეგი და უკვე დიდ დაფინანსებასაც მიიღებს გარედან., რაც სამომავლოდ უფრო საშიშია. მეორე – ვიღაცას, არ გამოვრიცხავ, სხვა სახელმწიფოსაც კი სჭირდებოდა იმის ხაზგასმა, რომ კვლავ ისინი მართავენ პროცესებს ქვეყანაში.“

ამასთან დაკავშირებით   „თეთრების“ ლიდერი ოთხშაბათს პრესკონფერენციაზე ისაუბრებს

„თეთრების“ პრეს-ცენტრი

18.06.2019წ

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *