თემურ შაშიაშვილი: მე ვამაყობ ამ წერილით

.
ეს არის წერილი,რომელიც 20 წლის წინ,1999 წლის11 აგვისტოს, კურორტ “ლიკანში” , პირადად გადავეცი პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს..
ეს შეხვედრა შედგა მისი პირადი ინიციატივით,ჩემს მიერ მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე, გუბერნატორობიდან გადადგომის თაობაზე გაკეთებული განცხადების გამო
ეს დოკუმენტი მაშინვე გამოქვეყნდა პრესაში,გამოიცა ბროშურის სახით.
მე ვამაყობ ამ წერილით.პატივით მოვეკიდები თქვენს პოზიციას,სიამოვნებით მოვისმენ თქვენ შენიშვნებსა და მისაზრებებს!
ეს წერილი შევარდნაძემ ჩემი თანდასწრებით წაიკითხა.20 წუთი კითხულობდა.ხშირად ბრუნდებოდა წინა გვერდზე და მეორედ კითხულობდა.კითხვა რომ დაასრულა,2-3 წუთი, თავი ხელებში ჩარგო და გაუნძრევლად იჯდა.მერე ადგა, 10-15 მეტრი გაიარ-გამოიარა.მისი პირველი სიტყვიერი რეაქცია ასეთი იყო:
შენ წასვლას,ჩემი წასვლა სჯობსო.მე რომ ამის დამწერი და ასეთი ანალიზის გამკეთებელი გავანთავისუფლო,ხალხი მეტყვის ეს რა ჰქენი,ვის უშვებ და ვისთან რჩებიო…
საერთოდ ეს შეხვედრა ცალკე საკითხია.სამი საათი გაგრძელდა.ჩვენ ბუნებაში ვიჯექით და ესეც აძლევდა მართალ და ბუნებრივ ხასიათს ამ შეხვედრას…
ეს დეტალები სხვა დროს.ის პოლიტიკოსი იყო.მას ყველაზე მეტის გაკეთება შეეძლო და ყველაზე მეტად გაგვწირა.უპირველესაფ იმით,რომ მისი გუნდი არა ქვეყნის , არამედ გარე ძალთა ინტერესებიდან გამომდინარე დააკომპლექტა.ე.წ.ვარდების რევლუციამდე ორი დღით ადრე,მისსავე მისაღებში,ახალგაზრდობასთან შეხვედრიდან გამოსულმა,ჩემს კითხვაზე,რას შვებით ბატონო ედუარდ,ბეიკერს არ პასუხობთ,ეს ხომ აშშ ის პრეზიდენტთან საუბრის უარყოფას ნიშნავს-თქო,მიპასუხა-შენ ყველაფერში მართალი იყავი, ბოდიშს გიხდი,არ მოგისმინე,გამყიდეს ამერიკელებმა,რასაც ისინი მთხოვენ ის რომ შევასრულო, სიკვდილის ბოლომდე პრეზიდენტი ვიქნები, მაგრამ ხალხს ისედაც არ ვუყვარვარ და მარტო ჩემ კი არა,შევარდნაძის გვარის ერთი კაცის ძვლებს არ დატოვებენ მიწაშიო.
იმ პატარა საუბრით იმაზე მეტი დავინახე,ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა და კიდევ უფრო გავძლიერდი პოზიციაში:
ქართული,მხოლოდ ქართული გზა, ქვეყნის გადარჩენის სხვა გზა არ არსებობს.ყველა ქვეყნის მტერია,ვინც გადარჩენას,საერთოდ ქვეყნის მომავალს,ან ამერიკაში,ან რუსეთში ხედავს!


