,,თეთრები”მართლაც, იქნება -თქვენი ერთობა თავისუფლების რეალური იდეით!

მეგობარო,წაიკითხე კრიტიკული თვალით ჩვენს მიერ თერთმეტი წლის წინ გაკეთებული პროგრამული განაცხადი.

აი,რას არ დაუჭირეს მხარი პარტიებმა!
აი,რისი თანადგომის შეეშინდათ ბიზნესმენებს!
აი,რისი მიტანა გაგვიჭირდა ხალხთან, გაყიდული საინფორმაციო საშუალებების და ჩვენი უსახსრობის გამო!

ჩვენთვის მთავარია გავიგოთ, რას შეცვლიდით თერთმეტი წლის წინ შედგენილ ამ პროგრამულ განაცხადში…

დღეს ჩვენთვის მთავარია, ერთად ჩამოვაყალიბოთ ახალი ტიპის პარტიის შექმნის პრინციპები.ეს პარტიის წევრობას კი არ ნიშნავს,არამედ ფიქრს მომავლის საქართველოზე. ქვეყნის მომავალს კი ხალხის ინტერესების გამომხატველი და ხალხის მსახური პარტია ესაჭიროება.

შევქმნათ ერთად და ვიმოქმედოთ!

ვიწყებთ დიდ პროცესს!

აზრთა გაცვლის და თათბირის ვადა გაგრძელდება ორი თვე და გამოქვეყნდება პარტიის ფუძემდებლური პრინციპები. ხალხთან ერთად შევადგენთ პარტიის პროგრამას და გაზაფხულზე ჩავატარებთ ყრილობას,რომელიც საქართველოში პარტიების მიერ ხალხის მოსატყუებლად გადაქცეული პომპეზურობით კი არ იქნება დეკლარირებული,არამედ წარვდგებით შთამბეჭდავი პროგრამით და დელეგატთა შემადგენლობით….

დიდი მადლობა ყველას, ვინც გაიზიარებს  ჩვენს ამ თხოვნას და ჩაერთვება პროცესში!

პარტია”თეთრების”პოლიტიკური საბჭოს დავალებით, პარტიის თავმჯდომარე,
თემურ შაშიაშვილი

პარტია თეთრების” გენერალური მდივანი

ზურაბ ხასია

20 თებერვალი, 2020 წელი

მინაწერი: ვამაყობთ,რომ ეს ემბლემა შექმნა დიდმა მამულიშვილმა,ლეგენდარულმა მოქანდაკემ მერაბ ბერძენიშვილმა,მას შემდეგ,რაც ჩვენი პროგრამული განაცხადი წაიკითხა და საჩუქრად გადმოგვცა წარწერით: ხმალმა უნდა დაისვენოს,შენების დროა …ბატონი მერაბი თვლიდა,რომ ხმალი ქვეყნის გადარჩენის სიმბოლოა,ვაზი,შენებისა და გაბრწყინების!
ჩვენ სწორედ მშვიდობის და შენების ერთგული პოლიტიკური ძალა ვართ და ვიქნენით…დრო ამას დაადასტურებს!

● 2009 წელი,7 აპრილი..
“თეთრების”პოლიტიკური განაცხადი..

ჩვენ – “თეთრები”

2012 წლის,7 აპრილი, განცხადება

“თეთრების” საარჩევნო პროგრამის სტრუქტურა

“თეთრების” ვებ გვერდი www.tetrebi.org და ფეისბუქის პროფილი “პარტია თეთრები” სრულად ასახავს ჩვენი საქმიანობის ყოველდღიურობას.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *