დარჩეს ამ წელში ნათქვამად და ვიფიქროთ ისეთ საქართველოზე,სადაც ყველა იქნება ბედნიერი და არა ერთეულები!
მძიმედ წასაკითხი , ,მაგრამ მაინც წასაკითხი..ღმერთმა ქნას,ნე ვცდებოდე! იმედი და ღირსება,სიკეთით გამარჯვებაა მთავარი!
ამ მიწის,ამ წყლის,ამ ჰაერის, ამ სითბოს ,ამ ადამიანური და ბუნებრივი რესურსების,ამ ისტორიული წარსულისა და ტრადიციების,ამ გეოგრაფიული და ინტელექტუალურო რესურსების ქვეყანაში ასე არ უნდა ვცხოვრობდეთ!
ცივილიზაციის სათავეებიდან მომდინარე ქვეყანაში,სიკეთე გათითოკაცებულია და ბოროტება ერთ მუშტადაა შეკრული, კუჭმა გაიმარჯვა გონებაზე,..და ამიტომ გაბატონდა პოლიტიკური მაფიარომელსაც მშიერის და ხელგაწვდილის მართვა უფრო შეუძლია,ვიდრე თავისუფალი, მოაზროვნე ადამიანების.ამიტომ გვაცხოვრებენ სიყალბეში..
მისახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა,არსებობისთვის იბრძვის, ხელისუფლებამ მთავარ ფუნქციად გადასახადების ამოღება და ჯარიმების კაბალური სისტემის დანერგვა აირჩია.მივიღეთ ფულისუფლების პოლიციური სახელმწიფო (უფრო ტერიტორია),ნაცვლად ნიჭის ძალაუფლების დემოკრატიული ქვეყნისა.
მიზეზი:
● მართვის სისტემაა ავადმყოფი-კონკურენცია შეცვლილია კლანების ძალაუფლებით!
● დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ :
• ყველა ხელისუფლება უზომოდ თვითკმაყოფილია ,
• ოპოზიცია – უზომოდ გაბოროტებული და ჩასაფრებული ,
• ინტელიგენციის აბსოლუტური უმრავლესობა მდუმარებაშია, მეტიც, ნაცვლად იმისა,რომ შეასრულოს თავის მისია და ხალხი დაიცვას პოლიტიკოსებისა და ხელისუფლებისგან,პოლიტიკოსებს და ხელისუფლებას იცავს ხალხისგან…
• საქართველოს საინფორმაციო სივრცე,ქართული აღარ არის,მეტიც,ებრძვის ყოველგვარ ქართულს…
•ხალხში დეპრესია,უიმედობა და ხელებჩამოშვებულებაა-გამეფდა “მერე რას” და “სულერთიას” განწყობა…
• იგნორირებული და უგულებელყოფილია მეცნიერება..
• წარმოუდგენელი შეტევა მიდის ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიაზე,სულიერ მამაზე..
• ბედის ანაბარაა მიტოვებული ახალგაზრდობის პრობლემები…პოლიტოკოსები უფრო ვსპეკულირებთ ახალგაზრდობით,ვიდრე სწორად ვიაზრებთ მათ როლს მომაცმვლის საქართველოსთვის ბრძოლაში..
• უპატივცემულოზე-უპატივხემულო დამოკიდებულებაა ქართული ემიგრაციის,უცხოეთში საკუთარი თავისა და ოჯახის გადასარჩენად გადახვეწილი თანამემამულეების მიმართ.ნაცვლად მადლიერებისა,ხმის უფლებაც კი წავართვით.
•ქვეყანა გარედან იმართება და ამ მართვის საყრდენი-დაპირისპირების ის სისტემაა,რომელიც გარედან “გვაჩუქეს” და წარმატებით ხორციელდება ფულზე გაყიდული პოლიტიკოსების;ჟურნალისტების,
არასამთავრობოების მიერ!
რა ვქნათ,დავნებდეთ?
ეს თვითმკვლელობის,საკუთარი თავის,ოჯახისა და სამშობლოს, ჩვენი წინაპრების,ისტორიული წარსულის და ჩვენი მონავლის-ჩვილებისა და შვილიშვილების ღალატი იქნება!
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და დღეს ის ღირსების ტოლფასია!
ქვეყნის გადარჩენა ხალხის ,ეკლესიისა და ხელისუფლების ერთიანობაშია. თანამშრომლობის ჰარმონიზაციაშია, პიროვნებათა ხელისუფლებასა და პარლამენტშია,მართალ ტელევიზიებსა და საინფორნაციო სივრცეშია,მეცნიერებისადმი სწორ დამოკიდებულებასა და მათი თავკაცობით შექმნილ მართვის სისტემაშია.
ღმერთმა ქნას,ასეთი გახდეს 2020 და ყველამ დავდოთ აგური ამ კეთილი საქმისთვის,ეს იქნება ბედნიერებით სავსე სამშობლო,სადაც ყველა იქნება ბედნიერი და არა ერთეულები!
სწორედ ამ განწყობით შევუერთდით ჩვენ, “თეთრები” “ქართული ერთობის დარბაზს”, “მეცნიერთა კონგრესს – ეროვნული თანხმობისთვის”, მეცნიერთა დიდ ჯგუფს, რომელთაც შექმნეს ქვეყნის განვითარების კონცეფცია “გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ” და პროგრამული დოკუმენტი “ახალი განზომილება, რა შევცვალოთ, რომ გადავრჩეთ”.
სწორედ ამ განწყობის გამო, ჩვენ, “თეთრებმა” მივიღეთ მეცნიერთა წინადადება, შევერთებოდით დისკუსია- საუბარს “მომავლის საქართველო”., რომელიც გაიხსნა 27 ნოემბერს, ბიზნეს -ცენტრ “მეფე დავითში” , გაგრძელდება პროგრამების წარდგენით იანვრის მეორე ნახევრიდან და უნდა დასრულდეს მეცნიერთა დიდი კონგრესით, რომელსაც წარედგინება დღევანდელობის ანალიზისა და მომავლის საქართველოს ხედვის სამეულის თვალსაზრისი: ხელისუფლების, მეცნიერებათა აკადემიის და მეცნიერთა კონგრესის. ამ პროცესის ერთი დიდი სიმაღლე იქნება 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის დღეს, გელათში, გელათის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ კედლებში მეცნიერთა კონგრესის მიერ “ქართული დოქტრინის” პროექტის წარდგენა და მისი საზოგადოებრივი განხილვის დაწყება.
ამ განწყობით შევთავაზეთ ჩვენ პოლიტიკურ პარტიებს, შეერთება მეცნიერთა დიდ პროცესთან, შექმნა პოლიტიკურ პარტიათა ასამბლეის, ერთობლივი მუშაობა ხალხის ინტერესების გამომხატველი კონსტიტუციის (და არა სათავეში მყოფი პოლიტიკური პარტიების, როგორც ეს უკვე 30 წელია) შექმნის პროცესის დაწყებაზე, ისეთი კონსტიტუციის, რომელიც გამორიცხავს ქვეყნის სათავეში ძალაუფლებისა და ფულის მოყვარული ხელისუფლების მოსვლას… შევთავაზეთ ერთობლივად შექმნა კანონპროექტებისა “ოპოზიციის შესახებ” , რეალურად დემოკრატიული საარჩევნო სისტემის და რეგიონებისთვის აუცილებელი ძალაუფლების გადაცემის შესახებ… შევთავაზეთ მომავლის საქართველოს ჩვენეული ხედვით გამოსვლა მეცნიერებათა აკადემიაში… შევთავაზეთ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს და საჭირბოროტო საკითხებზე მშვიდი და აკადემიური დისკუსია სატელევიზიო სივრცეში.
ჩვენი ხედვა კონკრეტულად და ნათლად, ასე ყალიბდება: პოლიტიკურმა პარტიებმა და პოლიტიკოსებმა ხალხს უნდა დავუბრუნოთ ხალხისთვის წართმეული საქართველო და ამით დავამთავროთ ხალხისგან გამიჯვნა, რამაც არარაობად აქცია პოლიტიკური პროცესი და უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენა ხალხი და ქვეყანა და ხალხთან ერთად, მეცნიერების პატრონაჟით, დავიწყოთ აკადემიური საუბარი მომავლის საქართველოზე. ჩვენ კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რომ დაპირისპირება დამანგრეველია და ქვეყნის მომავალი პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე, რამდენად იქნება გაცნობიერებული პოლიტიკური ძალის მიერ, რომ ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ხალხია და არა ხელისუფლება, რამდენად იქნება გაცნობიერებული, რომ ქვეყნის მომავალი პირდაპირ არის დაკავშირებული იმაზე, რამდენად იქნება ჰარმონიზებული ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების თანამშრომლობა. კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რომ პოლიტიკური ძალა, რომელსაც ეს არ ესმის, სექტაა და არა პოლიტიკური ძალა, ემსახურება არა საკუთარ ხალხსა და ქვეყანას, არამედ, უცხო ძალის, ან საკუთარი სექტის ინტერესებს. ჩვენ ამ მძიმე შეფასებაში ვეყრდნობით ერის მამას, ილია ჭავჭავაძეს: “ნუთუ, ყველა საზოგადოებრივ ძალთა ერთ კვალში ჩაყენება სანატრელი არ უნდა იყოს ყველასათვის? ნუთუ, ყოველი ჩვენგანი არ უნდა ცდილობდეს სრულად აღმოფხვრას ჩვენთა შორის განხეთქილების მიზეზი, რომ ჩვენი ცხოვრება წარმოადგენდეს ერთს დიდებულ; დენას, შეერთებულის ძალისას”.
ჩვენ, “თეთრები”, ჩვენი საქმიანობის საფუძვლად, სწორედ ერის მამის ამ პოზიციას ვიღებთ. წარსულში ვტოვებთ ყველა წყენას და შენდობას ვთხოვთ ყველას, ვისაც ჩვენგან რამე ეწყინა ან ჩვენი პოზიცია წყენად მიიღო. ვართ მზად ჯანსაღი თანამშრომლობისვის. რადგან სწორედ ეს მიგვაჩნია ამ უმძიმეს პერიოდში კრიზისის დაძლევის მთავარ მიმართულებად, სიკეთით გამარჯვებად, რომელიც ასე ჰაერივით სჭირდება ჩვენს ხალხს და სამშობლოს.
დიახ, ბედნიერებით სავსე მომავლის საქართველოსთვის, ისეთი საქართველოსთვის, სადაც ყველა ვიქნებით ბედნიერი და არა ერთეულები, როგორც დღეს, ღირს ბრძოლა! ეს იქნება ღირსების ბრძოლა და ამ ბრძოლის ხაზი გადის მორალურ ადამიანებზე, იმ ადამიანებზე, რომელთათვისაც მთავარია საკუთარ თავზე გაიმარჯვება და არა სხვის წინააღმდეგ ბრძოლა.
ამ ბრძოლაში მე ვიქნები რიგითი ჯარისკაცი!
2016 წლის დეკემბერი
პ.ს. “თეთრების” ეს დოკუმენტი განიხილა და სრულიად მოიწონა “მეცნიერთა კონგრესმა” 2016 წლის შემაჯამებელ შეკრებაზე.
სწორედ ეს უდევს საფუძვლად
● ჩვენს მიერ,მეცნიერებთან ერთად შექმნილ ანალიტიკურ კვლევებს-“დაუჯერებელი სინამდვილე!”
● დიდი ავტორიტეტების მიერ ხელმოწერილ “მოქმედების მანიფესტს-ერთი სამშობლი,ერთიანი ერი,გაერთიანებული სახელმწიფო!”
● მეცნიერთა მიერ შემუშავებულ, ქვეყნის განვითარების კონცეფციას-“გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ!”
● 2019 წლის,8 თებერვალს, გელათში,გელათის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ კედლებში მიღებულ პროგრამულ კრებულს -“ახალი განზომილება,რა შევცვალოთ,რომ გადავრჩეთ!”
● ამ განწყობის წერილები ვაახლეთ ხელისუფლებას!
წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას
წერილი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს
თანამშრომლობას ალტერნატივა არ აქვს: წერილი პრემიერ მამუკა ბახტაძეს
მიმართვა პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს
“იმედის წერილი”საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს
● ანალიტიკურ დოკუმენტს: დარჩეს ამ წელში ნათქვამად.
● 2019 წლის ორ მთავარ პროცესს:
● ჩემს გამოცემებს! (იხ. თემურ შაშიაშვილის გამოცემები)
● ჩვენს ყოველ გამოსვლას, ანალიტიკურ მასალას,განცხადებას, განთავსებულს ვებ.გვერდებსა და ფეისბუქის გვერდებზე
“თეთრების” ვებ.გვერდი: www.tetrebi.org
“თეთრების” ფეისბუქის პროფილი
ფეისბუქის გვერდი: თეიმურაზ შაშიაშვილის მხარდამჭერები
ფეისბუქის ჯგუფი: თეიმურაზ შაშიაშვილის მხარდამჭერები – 2018