პროფ. რეზო ბალანჩივაძე: მე ასე მგონია, პარლამენტმა უნდა გთხოვოთ მასტერკლასების ჩატარება

პროფესორი რეზო ბალანჩივაძე აანალიზებს “თეთრების” ლიდერის მოსაზრებებს პანდემიით გამოწვეულ მდგომარეობასთან დაკავშირებით და  მიმართავს თეიმურაზ შაშიაშვილს:

“მოგისმინეთ კიდევაც! მე ასე მგონია, პარლამენტმა უნდა გთხოვოთ მასტერკლასების ჩატარება. ხელში საწერკალმები აიღონ, გულდასმით მოგისმინონ და გზადაგზა ჩანაწერები გააკეთონ.მერე თქვენთან გამოცდა ჩააბარონ, იქნებ ამ გზით მაინც მიახვედროთ, რომ მეცნიერება საჭირო რამ არის.წიგნის, ცოდნის მეცნიერების გარეშე შორს ვერ წავლენ .იქნებ ასეთ შემთხვევაში არ მიიღონ ისეთი კურიოზული გადაწყვეტილება, როგორც ახლა მიიღეს: აკრძალეს 11 კაციანი მიკროავტობუსები და ხალხი შეყარეს 40 თუ 50 კაციან ავტობუსებში და 100 კაციან მეტროში,, ადამიანების ურთიერთიზოლაციის მიზნით. ძალიან სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს.”

იხ. ჩვენი ხედვა – მოსაზრებები და განცხადებები პანდემიასთან დაკავშირებით

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *