პროფ.რეზო ბალანჩივაძე: მე პირადად ვენდობი ასეთ ადამიანს და მხარს დავუჭერ მის მოსვლას ხელისუფლებაში ნებისმიერ უმაღლეს თანამდებობაზე

რეზო ბალანჩივაძე, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი:

ბატონ თემურ შაშიაშვილის ეს ბოლო, 8 აპრილის, გამოსვლა ორჯერ მოვისმინე.მერე რამდენიმე დღე ვიფიქრე და ახლა მოგახსენებთ ჩემს აზრს.მე მიმაჩნია, რომ ეს გამოსვლა არის ნიმუში იმისა, თუ როგორ უნდა იკამათოს კულტურულმა კაცმა, ღირსეულმა კაცმა, რომელიც პირველ რიგში პატივს ცემს თავის თავს, თავის აზრს.იგი საქმის ცოდნით მსჯელობს ქვეყანაში არსებულ უმძიმეს ვითარებაზე /კრიზისზე/, ოღონდ ლაპარაკობს ისე, რომ არავის შეურაცხყოფას არ აყენებს, არ ამცირებს, არ აგინებს.იგი ლაპარაკობს ღიად, გახსნილად ლაპარაკობს ისე, როგორც უნდა ლაპარაკობდეს კაცი, რომელსაც „არც წარსულის, არც მომავლის არ ეშინია“.

იგი, ცხადია, ესაუბრება ხელისუფლებას, რომელსაც მიმართავს სიტყვებით; „გთხოვთ„, “გემუდარებით“ იგილაპარაკობს ქვეყნის სიყვარულით, ლაპარაკობს როგორც კეთილმოსურნე და არა აგრესიით, შურით, ბოღმით. ..იგი ხშირად ადარებს ერთიმეორეს პოლიტიკოსს და მეცნიერებს და ლაპარაობს მეცნიერთა და არა პოლიტიკოსთა სახელით. თუ რა დიდი განსხვავებაა პოლიტიკოსსა და მეცნიერს შორის,ამაზე სხვა დროს დავწერ შედარებით ვრცლად.აქ ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ პოლიტიკოსი ზრუნავს თავისი პოლიტიკური ინტერესების გასატარებლად, მეცნიერი კი ამბობს მხოლოდდამხოლოდ სიმართლეს, ჭეშმარიტებას.

ბატონი შაშიაშვილი ეყრდნობა მეცნიერებს, მეცნიერებას. ამაშია მისი ძალა.მეორე მისი ძალა მისი განვლილი ცხოვრებაა. პოლიტიკოსები /არა ყველა,ცხადია/ რომ ძარცვავდნენ ქვეყანას, ის ბინებს არიგებდა. რატომ? იმიტომ, რომ ქუთაისის უნივერსიტეტებს ღირსეული რექტორები ჰყოლოდათ?.სამაგიეროდ, მისი სიმდიდრე მისივე განვლილი ცხოვრებაა.მისი უსახლკარობაა. მე პირადად ვენდობი ასეთ ადამიანს და მხარს დავუჭერ მის მოსვლას ხელისუფლებაში ნებისმიერ უმაღლეს თანამდებობაზე

იხ.(ვიდეო) მომავლის საუბრები.ვაგვიანებთ,საჭიროა ანტკრიზისული პროგრამა, რომლის მიზანი უნდა იყოს ხალხის და ქვეყნის გადარჩენა და არა ბრძოლა ძალაუფლების შენარჩუნების,თუ მოპოვებისთვის!(8.04.2020წ)

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *