თემურ შაშიაშვილი: ზნეობისა და მორალის ყოფნა-არყოფნის დრო დადგა!

ცნობილი პუბლიცისტმა თამაზ ჭეიშვილმა,ფეისბუქზე საკუთარ მოსაზრება გამოაქვეყნა თემურ შაშიაშვილის საავტორო ფეისბუქ-ტელევიზია “მომავალთან” დაკავშირებით

რამდენიც არ უნდა ,,შენიღბონ,, პარტია ,,თეთრები,, სიკეთის ყლორტი მაინც ამოხეთქავს და მიაღწევს ხალხის თვალსაწიერამდე! და ეს პროცესი უკვე დაიწყო,თანაც შემთხვევითი არ არის რომ დაიწყო ამ საკრალურ დღეებში! მაშინ ,როცა ტელეარხი ,,მთავარი,, მილიონებს ხარჯავს რათა ანტიქართული,ანტიქრისტიანული იდეოლოგია თავს მოახვიოს მასებს,თემურ შაშიაშვილს ერთი ლარიც არ დაუხარჯავს! მან ტელეფონის ვიდეო სისტემით, ფეისბუქის ეთერში მაყურებლის სიმრავლით აჯობა მილიონების დამხარჯველ ტელეარხებს! ის ღია ეთერში ღაღადებს ღია სიმართლეს,მას უფალი ეხმარება და არა ჯიბეებგატენილი ვინმე პროვოკატორი! უფალი ყოველთვის სიმართლის მხარეს არის! ბატონი თემური გაიმარჯვებს ხალხთან ერთად,იმიტომ,რომ ის ხალხის მხარეს არის,მართალია და მართალ კაცს არ ამძიმებს ტყულიების ,,მძიმე გუდა,,!ჭეშმარიტება მართალ სიტყვაშია და მართალი სიტყვა კი არის ღმერთი!ამინ!

პუბლიცისტის სტატუსს გამოეხმაურა “თეთრების” ლიდერი, თემურ შაშიაშვილი:

ბატონო თამაზ, მე ვგრძნობ,რომ მორალისა და ზნეობის ყოფნა-არყოფნის დრო დადგა, არასდროს ყოფილა ასე დიდი ასეთი ადამიანების პასუხისმგებლობა,..რომ დუმილი ახლა ღალატის ტოლფასია…სწორედ ამიტომ , ერთი პასუხი მაქვს თქვენს სულგრძელ წერილზე:

ჩემგან ღალატი არ იქნება!

სწორედ ამ განწყობით შევქმენი ფეისბუქ-ტელევიზია.

ვისაუბრებ იმაზე,რაზეც მილიონიანი ფინანსების ტელეარხები არ საუბრობენ, ჩემ პოზიციას გამოვხატავ საზოგადოების,ცალკეული პიროვნებების გულწრფელ შეკითხვებთან და მოსაზრებებთან!

ვიცი ერთი,ჯერ არავის უნახავს ბელადების,მით უფრო გამოგონილი, ქუჩის ბელადების და მილიარდელ-მილიონერების გადარჩენილი,ფეხზე დაყენებული ქვეყანა!

დღეს ქვეყნის გადარჩენა განათლებულ,ზნეობრივ ადამიანებს, სუფთა ხელების ადამიანებს შეუძლიათ!

მოქმედების დროა!

ჩვენ ბევრნი ვართ და თუ ეს ფეისბუქ-ტელევიზია მიგვიყვანს ერთმანეთთან და გაგვაერთიანებს, ჩვენ სასწაულს მოვახდენთ თაობათა სანუკვარი ოცნებისთვის ბრძოლაში:საქართველო იყოს ნიჭის ძალაუფლებისა  და არა ფულისუფლების ქვეყანა,როგორც ეს დღესაა ყოველი მართალი, ზნეობრივი და მოაზროვნე ადამიანის სამარცხვინოდ!

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *