პროფ.რეზო ბალანჩივაძე: „თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იწოდები“
ფიქრები ბატონი თეიმურაზ შაშიაშვილის ინტერნეტტელევიზიაში გამოსვლების გამო
ინერნეტტელევიზიაში გამოსვლების დროს ბატონმა თეიმურაზმა რამდენიმეჯერ ახსენა ის პარლამენტარები, რომლებიც, როგორც ამბობენ, „ცალ-ცალი კალოშით“ შევიდნენ პარლამენტში, ახლა კი ისე „დაფულიანდნენ“, რომ აღარ იციან ფული სად წაიღონ? რა თქვით: გააჩუქონ, ღარიბებს დაურიგონო?! არა, ოღონდ ეგ არა, თქვენი ჭირიმე ისეთ რამეს ნუ მოთხოვთ, რაც მამა-პაპით არ მოდგამთ, რაც მათი ცხოვრების წესში არ წერია
ადარებდა რა თავის თავს ამ პარლამენტარებს და იხსენებდა რა მის პარლამენტარობასაც, მერობასაც და გუბერნატორობასაც, ბატონმა თეიმურაზმა ხაზი გაუსვა იმას, რომ მისი ქონება წლების განმავლობაში არ გაზრდილა და დღესაც ის ქონება გააჩნია, რაც მანამდე ჰქონდა, სანამ პარლამენტარი, მერი ან გუბერნატორი გახდებოდა. მე კი მგონია, რომ სულაც არაა საქმე ისე, როგორც ბატონი თემური ამბობს და იმათზე გაცილებით მდიდარია, ვიდრე ახლანდელი პარლამენტარები და მთავრობის წევრები არიან. ოღონდ სიმდიდრე, რომელიც მან დააგროვა, გაცილებთ უფრო მყარია, პიროვნებისთვის დამამშვენებელი და საამაყო. სწორედ ამგვარ სიმდიდრეს უნდა ფლობდეს ის, ვისაც სურს, რომ ხალხის მსახური გახდეს.
დავიწყებ ჩამოთვლით:
1. მისი სიმდიდრე მის პატიოსნებაშია
2. მისი სინდიდრე მის სიმართლესა და სამართლიანობაშია.
3. მისი სიმდიდრე მის ჰუმანურობასა და კაცთმოყვარეობაშია
4. მისი სიმდიდრე მის გონიერებაშია
5. მისი სიმდიდრე მის ზნეობრიობაშია.
6. მისი სიმდიდრე მის ეროვნულობაშია
7. მისი სიმდიდრე მისი რწმენის სიმტკიცეშია
8. მისი სიმდიდრე მის კეთილსინდისიერებაშია
9. მისი სიმდიდრე მის გულუხვობასა და /ბინების/ გაცემის უნარშია
10. მისი სიმდიდრე მის უშურველობაშია
11. მისი სიმდიდრე მოყვასისადმი დიდ სიყვარულშია
12. მისი სიმდიდრე ისაა, რომ მატერიალური არასოდეს დაუყენებია სულიერზე, ზნეობრივზე მაღლა.
13. მისი სიმდიდრე ისაა, რომ „მას არც წარსულის, არც მომავლის არ ეშინია“.
14. მისი სიმდიდრე ისაა, რომიგი გარედან არ იმათება /„თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იწოდები“/.
15. მისი სიმდიდრე ისაა, რომ ახლოსაც არ იკარებს შურს, სიძულვილს, ზიზღს, მტრობას!
16. მისი სიმდიდრე ისაა, რომ „უშიშია, ვითარცა უხორცო“, რაც არაერთხელ საქმით დაუმტკიცებია.
17. მისი სიმდიდრე ისაა, რომ უყოყმანოდ შეუძლია სამშობლოსთვის თავის გაწირვა, რაც ასევე არაერთხელ დაუმტკიცებია /საქმით და არა მარტო სიტყვით/.
18. მისი სიმდიდრე ისაა, რომ აქვს მტკიცე ნებისყოფა და მიზნის მიღწევისათვის ბრძოლაში უკან დახევა არ იცის.
19. გზა, რომელსაც ის ადგას სიმართლის გზაა,ჭეშმარიტების გზა,ქართული გზა.
20. ეს გზა უეჭველად მიგვიყვანს ტაძრამდე, ანუ საბოლოო გამარჯვებამდე.
ყოველივე ზემოთქმულისა და სხვა მრავალი ღირსების გამო,მე მომავალ არჩევნებში ბატონი თეიმურაზ შაშიაშვილის კანდიდატურას ვუჭერ მხარს და უმორჩილესად ვთხოვ ქართველ ამომრჩეველს,ბოლომდე გაიცნობიეროს, რომ ჩვენ კიდევ ახალი შეცდომის დაშვების უფლება აღარა გვაქვს. ეს ჩვენი ქვეყნის დაქცევისა და დამხობის ტოლფასი საბედისწერო შეცდომა იქნება.ამიტომ მთელ ხალხში ეძიეთ მაღალზნეობრივი, პატიოსანი, მაღალი ღირებულებების მატარებელი ადამიანები, რომელთა შორის ერთ-ერთი უპირველესი ბატონი თეიმურაზ შაშიაშვილია.
პროფ.რევაზ ბალანჩივაძე,
ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის /ასევე ფილოსოფიისა და კულტუროლოგიის მეცნიერებათა აკადემიების/ აკადემიკოსი, იაკობ გოგებაშვილის პრემიის ლაურეატი,რესპუბლიკის დამსახურებული ჟურნალისტი.