ფეისბუქის კომენტარები: ღირსეული მეცნიერის წერილი ფართო ინტელექტის პოლიტიკოსზე!

თეიმურაზ შაშიაშვილისადმი მიძღვნილ პროფ. რეზო ბალანჩივაძის სტატუსს: „თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იწოდები“ცნობილი ქართველი მწერლები : ბაღათერ არაბული , დავით შემოქმედელი და  ისრაელში მცხოვრები ქართველი ებრაელი პაატა აბრაჰამ იოსები გამოეხმაურნენ.

დავით შემოქმედელი ღირსეული და შესანიშნავი მეცნიერის წერილი ღირსეულ და ფართო ინტელექტის მქონე პოლიტიკოსზე!

Bagater Arabuli თემურ შაშიშვილი ჩემთვის გამორჩეული იყო ყოველთვის( მომწონდა
თუ არ არ მომწონდა!)
თავისი მყარი და
პრინციპული პოზიციით!..
და ის სხვა, ზოგიერთი
მედროვე პოლიტიკოსებისგან განსხვავებით
პოლიტიკური ამინდის
ცვლილებასთან ერთად,
არასოდეს “ირწეოდა,
ვითარცა ლერწამი
ქართაგან”,რაც მისთვის,
არაერთხელ გამხდარა
კარიერული პრობლემის
შექმნის მიზეზი,მაგრამ
მას სხვანაირად არ
შეუძლია ცხოვრება და
ეს არის ჩემთვის მთავარი ღირებულება პოლიტიკოსის მოღვაწეობაში და ამით
არის საინტერესო თემურ შაშიაშვილიც!!!

Avraham Paata Yosef დიდებული პოსტია, დიდებულ პიროვნებაზე, დიდებულ მოაზროვნეზე, დიდებულ მამულიშვილზე!
მიძღვნილი უდიდესი ადამიანისგან!
უმრავლოს საქართველოს მსგავსი შვილები!

Rezo Balanchivadze დავით შემოქმედელი მადლობა, ბატონო დავით! მადლობა ჩემი შეფასებისთვის! მადლობა იმისთვის, რასაც თქვენ ბატონ თემურზე წერთ. თქვენი მხარდაჭერა პატარა საქმე არაა.მე არაერთხელ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ:თქვენს თანამდებობაზე დიდი და საპატიო თანამდებობა საქართველოში მე არ მეგულება. ახლა ამას თქვენს პიროვნულ თვისებებსა და მომხიბვლელობასაც თუ მივუმატებთ, მივიღებთ უმაღლეს შეფასებას! მე მიმაჩნია, რომ ბატონი თემური ნამდვილად არის ამ მხარდაჭერის ღირსი ყველა იმ თვისების გამო, რაც მე ამ წერილში /და არა მარტო/ ჩამოვთვალე.

Rezo Balanchivadze ბატონო პაატა, ჩემო მეგობარო! მადლობა გამოხმაურებისათვის. თქვენ ისე კარგად იცნობთ ახლანდელ ქართულ ინტელიგენციას, რომ ბატონი თეიმურაზის ზუსტ შეფასებას აკეთებთ. ის ნამდვილად არის ღირსეული კაცი, „კაცური კაცი“. შეიძლება რაღაცაში შეცდეს, მაგრამ არ თვალთმაქცობს, არ ტყუის. არ იცვლის პოზიციებს.„ჩემგან ღალატი არ იქნება“ -შეიძლება სხვამაც თქვას, მაგრამ ბატონი თემურისგან ნათქვამ ამ სიტყვებს სხვა ფასი აქვს, იგი ნაღდია, უტყუარია.მადკლობა ძმობისათვის!

Rezo Balanchivadze ბატონო ბაღათერ! არაჩვეულებრივია ბატონი თემურის თქვენეული დახასიათება , მართალი, ნაღდი.ნიჭიერულად მოწოდებული. მადლობა მხარდაჭერისა და ძმობისთვის!

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *