თორნიკე კავილაძე: მზად ვარ, ჩემი ცოდნითა და გამოცდილებით, მომავლის ხედვით.

პროფესიონალი და წესიერი პარლამენტარების დეფიციტია ქვეყანაში, რადგან უვიცებსა და უწესოებს დაადგეს დაფნის გვირგვინი. ცხადია, მივესალმები ინიციატივას. ასევე, ვიზიარებ ინიციატივას მაჟორიტარული არჩევნების შენარჩუნებასთან დაკავშირებით. თუმცაღა, ვფიქრობ, უწინარეს ყოვლისა, ფართო საზოგადოების სამსჯელო თემა საარჩევნო მოდელი, საარჩევნო კოდექსი, და ზოგადად, არჩევნებთან დაკავშირებული თემატიკა უნდა იყოს. სანამ ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნები არ ჩატარდება, ამ ქვეყანას არაფერი ეშველება. სამწუხაროა, რომ ბატონი თემურისნაირ კვალიფიციურსა და წესიერ პიროვნებებს ხალხის დიდი ნაწილი ბოლომდე არ მიყვება ბრძოლაში.

1. გვჭირდება დამოუკიდებელი ტელევიზია + უნდა მოვითხოვოთ მეორე არხზე დროის გამოყოფა ე.წ არაკვალიფიციური პოლიტიკური სუბიექტებისთვის. ასევე, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია გააშუქოს ე.წ ,,არაკვალიფიციური პოლიტიკური სუბიექტების” მოსაზრებები. (ჯერ რა ტერმინია ეს არაკვალიფიციური სუბიექტი?!)

2. დისკუსიების დაწყება საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით. რა ნაწილშია გაყალბება, რა მანკიერებებია აღმოსაფხვრელი.

3. ძლიერი ეროვნული ერთობის შექმნა, რომლის ბირთვი იქნებიან მეცნიერები, გაუსვრელი პოლიტიკოსები, ახალგაზრდები, წესიერი, პატრიოტი ხალხი. ნუთუ ასეთი ადამიანი 50-100 მაინც არ მოიძებნება ჩვენს ქვეყანაში?! კარგი, ბატონო, 10 იყოს საწყის ეტაპზე, ოღონდაც შედგება ერთობა.

4. კლასიკური, ძლიერი ეროვნული პოლიტიკური პარტიის შექმნა, რომელიც აღზრდის ახალ თაობას, კარს გაუღებს გონიერ, წესიერ, პატრიოტ ქვეყნის შვილებს.

5. არჩევნებში წარმატების მოპოვება. ეს ყველაფერი რეალურია, ბატონებო და ქალბატონებო. მთავარია გავერთიანდეთ.

მე ამ ერთობისთვის მზად ვარ, ჩემი ცოდნითა და გამოცდილებით, მომავლის ხედვით. ახალგაზრდა, 27 წლის სამშობლოზე შეყვარებული კაცი ვარ, 6 წელი ვისწავლე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. უმუშევარი ვზივარ სახლში, თვითდასაქმებული ვარ. შეიძლება ამდენი ხანი უნივერსიტეტში ისწავლო, წარჩინებული სტუდენტი იყო და არავის უნდოდე, არავის სჭირდებოდე, შანსს არავინ გაძლევდეს?!

მე ასეთ სახელმწიფოში ცხოვრება არ მინდა. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ, ბატონო თემურ, თქვენს გვერდში ვარ!

თორნიკე კავილაძე

Facebook Comments
5/5 - (1 vote)
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *