“მომავლის საუბრები” ხალხი ფიქრობს, გვეკითხება, გვიზიარებს მოსაზრებებს,

– როგორ უყურებთ და აფასებთ მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას?

– რამდენად ადექვატურია სოციალური პაკეტი? თქვენ რას გააკეთებდით, როცა ამბობთ, რომ ათჯერ მეტის გაკეთება შეიძლება?

– რამდენად ადექვატურია 6 ეტაპიანი გეგმა ქვეყნის ხელახლა ამოქმედებისა და როდის გახდება შესაძლებელი ქვეყნის სრულად ამოქმედება?

– ხომ არ არის ეს შეზღუდვები ხელოვნულად გაწელილი, რათა ხელისუფლებამ კომფორტულად მიაღწიოს არჩევნებამდე და “სამნიშნა ციფრი” მიიღოს არჩევნებზე, როგორც ეს ირაკლი კობახიძემ განაცხადა?

– ივანიშვილის “ტიკ-ტოკი” საყოველთაო პანდემიის ფონზე (მისი ერთადერთიგამოჩენა ხალხის წინაშე)

– სააკაშვილის დანიშვნა უკრაინაში ვიცე-პრემიერად . თქვენი კომენტარი.

– პანდემია და ახალი მსოფლიო წესრიგი. თქვენი ხედვა

– 5 G ტექნოლოგიები.  გაქვთ თუ არა სარწმუნო ფაქტები, რომ ეს მართლა საშიშია თუ საქმე გვაქვს ე.წ. “შეთქმულების  თეორიასთან”

Nana Mamatsashvili გთხოვთ, ერთი რაღაც დავიმახსოვროთ, ტრამპს ნუ ავიყვანთ მთლად ღრუბლებში. არაა გამორიცხული, რომ კონკურენტების მოშორების პროცესშია და ერთ დღესაც სრულიად არნახულ მონსტრად მოგვევლინოს.

– რუსეთიდან წამოსული შერბილებული სიგნალები. ფრენების აღდგენის, სავაჭრო წარმომადგენლობის გახსნის შესახებ, საზღვრის გადმოწევისა და ხალხის გატაცების ფონდზე.

– მოვითხოვოთ დაიდოს მედიცინის მეცნიერების მიერ სამედიცინო დასკვნა კოვიდ 19 თან დაკავშირებით საქართველოში და შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყოს გამოძიება რეალური სურათის დასადგენად.ხომ არ შეიძლება საზოგადოება ბრმად ვემორჩილებოდწთ რასაც გვიბრძანებენ.დადონ ოფიციალური დასკვნები .არა ვარ მართალი?

– და მეორე რას ერჩიან საერთოდ ვინც უმუშევარია იმათ რატომ არ აძლევენ ერთჯერად დახმარებას,არ არიან საქართველოს მოქალაქეები?ჯერ რა არის სამასი ლარი მაგრამ მაინც…არასწორი გადაწყვეტილებააა…

– შვედეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე, ტატო მეფარიშვილი წერს:  შვედეთში ცხოვრება ჩვეულებრივი რიტმით გრძელდება, როგორც პანდემიამდე იყო. იმ განსხვავებით ,რომ მთავრობა მოუწოდებს მოსახლეობას ჰიგიენის ნორმების დაცვისკენ. დისტანცია 1.5 მეტრი და ავადმყოფობის შემთხვევაში დარჩნენ სახლში. საბავშვო ბაღები და სკოლები ღიაა. რეკომენდირებულია სუფთა ჰაერზე სეირნობა,ვარჯიში დისტანციის დაცვით. პირბადეების ტარება სავალდებულო არ არის,მაგრამ სიფრთხილის გამო ზოგი ატარებს.თავისთავად დაიკლო ხალხის რაოდენობამ ტრანსპორტსა და სავაჭრო ცენტრებში. შვედეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიაჩნია რომ ეს ვირუსი ჩვეულებრივი გრიპის დონეზეა და ჯანმრთელი ადამიანისათვის საფრთხეს არ წარმოადგენს. რაც შეეხება რისკ ჯგუფში მყოფ ადამიანებს,მათ რეკომენდაციების სრული დაცვისკენ მოუწოდებს. ჩრდილოეთის ქვეყნებში დ ვიტამინის ნაკლებობაა. ხალხი გარეთაც გავიდა და რესტორნების გარეთ დასაჯდომი ადგილებიც დაიკავა,რაზეც მთავრობამ ობიექტების მფლობელებს მოუწოდა გააუქმონ გარეთ დასაჯდომი ადგილები ან დაიცვან რეკომენდირებული დისტანცია. როგორც სხვა ქვეყნებში ასევე შვედეთშიც მოსახლეობის ნაწილი უმუშევარი დარჩა, მათ შორის ქართველებიც გააჩნია კიდევ ვინ რა სფეროში მუშაობდა. სახელმწიფომ გასცა დახმარების პაკეტი მათთვის ვინც დაზარალდა პანდემიის გამო. მცირე და საშუალო ბიზნესის მქონე პირებმაც მიიღეს მთავრობის მიერ დადგენილი ფინანსური დახმარება.

ცოტა სტატისტიკურ მონაცემებს მოგაწვდით. რაც შეეხება შვედეთში სიკვდილიანობის მაჩვენებელს. საშუალოდ ეს არის დაახლოებით 90 000 ადამიანი წელიწადში. შარშან მაგალითად გარდაიცვალა 88 766 ადამიანი(ყველაზე ნაკლები 1977 წლიდან) რაც დაახლოებით დღეში 245 ია. წლევანდელი მონაცემებით კორონავირისით გარდაცვლილთა ჩათვლით დღეში ასე 255 ადამიანი,რაც სიკვდილიანობის თითქმის იგივე დონე ა 10 ით მეტი გარდაცვლილით განსხვავებით თვეში.

Zaira Tsertsvadze ბატონი თემური ჩაეყენებიათ ანტიკრიზისული პროგრამის სათავეში ეხლა ისეთი ხალხი რომლებიც იჯდენ ქუჩაში ვაჭრობდნენ ტაქსე მუშაობდნენ ბოლობოლო სემიჩკას ყიდდნენ და იმითი ირჩენდნენ თავს იმათმა რა ქნან

Б. Г. Б. შეიძლება გქონდეს იმ მთავრობის იმედი ქვეყნის ეკონომიკის კრიზისიდან გამოსაყვანად, რომლის მთავარ ბოსებს სამეურნეო საქმიანობაში არავითარი გამოცდილება არა აქვთ?

Maia Glonti ვიწრო პარტიულობით ნუ შემოვიფარგლებით. სანამ არჩევნები მოგიკაკუნებთ გაერთიანდით ეროვნული ძალები და შექმენით ერთიანი ეროვნული ფრონტი!

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *