ზაალ ნემსაძე: ისეთი გამოსვლა იყო, ბრძენსაც რომ გამოადგებოდა

მწერალი და პუბლიცისტი ზაალ ნემსაძე მაღალ შეფასებას აძლევს თემურ შაშიაშვილის 29 აპრილის გამოსვლას ყოველი ქვეყნის ქვაკუთხედი ხალხი და ბრძენკაცებია.ეს არის ცივილიზებული კაცობრიობის გამოცდილება. საქართველოში პოლიტიკოსებმა ხალხს წაართვეს ქვეყანა, ებრძვიან ბრძენკაცებს! 

“ისეთი გამოსვლა იყო, ბრძენსაც რომ გამოადგებოდა. ბატონი შაშიაშვილი რომ უშიშარი, გამჭრიახი პროფესიონალია საზოგადოებამ, მტერმაც და მოყვარემაც კარგად იცის. მისი მთავარ ღირსებაა დიდი კაცთმოყვარეობა. ამდენი ქვეყნის დამაქცევარი ჩამოთვალა და არავითარი ზიზღი და მათ მიმართ ანგარიშსწორების სურვილი არ გამოუთქვამს:ნაქურდალი დაუბრუნეთ ხალხს და პოლიტიკიდან წაბრძაბდითო.

მეცნიერების მიმართ მისი ხაზგასმული ყურადღება ქვეყნის უმაღლეს ეშელონებში მათი მოწვევის დაუოკებელი შაშიაშვილისეული მოწოდება ყურად იღო ხელისუფლებამ და თუ კორონა საქართველოში ვერ ბატონობს, სწორედ მეცნიერების დამსახურებაა და ხელისუფლების მათთან თანამშრომლობის, რაც ბატონმა თემურმა აღნიშნა.

დიდი ინტერესით ველოდებით ინტერნეტ, იგივე ფეისბუკ მიტინგს და იქ გაცხადებულ სამომავლო თეზისებს, რომელზეც „თეთრების“ლიდერი, წამყვან მეცნიერებთან და თანამოაზრეებთან ერთად, მრავალი წელია მუშაობს.

იხ. ვიდეო) მომავლის საუბრები. ყოველი ქვეყნის ქვაკუთხედი ხალხი და ბრძენკაცებია.ეს არის ცივილიზებული კაცობრიობის გამოცდილება. საქართველოში პოლიტიკოსებმა ხალხს წაართვეს ქვეყანა, ებრძვიან ბრძენკაცებს! (29.04.2020წ)წ)

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *