პროფ.რეზო ბალანჩივაძე: ქართული მიწის გამყიდველებს! /დიდი ვაჟა-ფშაველას შეგონება/

ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი რეზო ბალანჩივაძე წერს:

“თავის სატელევიზიო გამოსვლაში ბატონმა თეიმურაზ შაშიაშვილმა ქართული მიწების გამყიდველებს ქვეყნის მოღალატეები უწოდა.

მკითხველს მინდა შევახსენო დიდი ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებიდან „დედამიწამ რა სთქვა?!“ ცალკეული ამონარიდები:მიწა ამბობს, რომ იგი დედაა ყველასი, და რომ მისით სულდგმულობს,არსებობს, საზრდოობს ყოველი, მათ შორის, ცხადია, ადამიანიც.

.იგი /მიწა/ ასე ეუბნება ადამიანებს:„ადამიანებო, მე დედა ვარ თქვენი, თქვენ კი ჩემი შვილები“.

ამიტომაც მისთვის გაუგებარია მისი, როგორც დედის, გაყიდვა. ვის გაუგია დედის გამყიველი შვილი და, თუ შვილი ამას მაინც მოინდომებს, იგი არ იქნება მისი შვილი.ასეთ შვილს არ შეერგება მისი ძუძუ! წადი, შორს, შორს წადი, სხვა დედა ეძებე. მე არა ვარ შენი დედა და არც შენ ხარ ჩემი შვილი!
დედის /მიწის/ არც ყიდვა შეიძლება და არც გაყიდვა

“თავის დედას ღვიძლი შვილი არასდროს სხვას არ აჩუქებს, მეტადრე. არ მიჰყიის!“

ქართული მიწის გამყიდველებო! გაიცნობიერეთ,რომ ამას დიდი ვაჟა-ფშაველა გეუბნებოდათ მთელი 114 წლის წინათ, როცა ეს თემა არც ასე აქტუალური იყო და არც ასე მწვავედ იდგა!

გაიცნობიერეთ და შეინანეთ, თორემ შეიძლება ისეთი დრო დაგიდგეთ, რომ ქართულ მიწაში დამარხვაც კი სანატრელი გაგიხდეთ!

იხ “მომავლის საუბრები”თემურ შაშიაშვილის მოსაზრება მიწის გაყიდვასთან დაკავშირებით 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *