დღეს ეს ბევრისთვის დაუჯერებელია ეს შეძლო ქუთაისმა..

 

1993 წლის 21 სექტემბერს, ღვთისმშობლობას,ჟიული შარტავამ დახმარების თხოვნით მიმართა მთელ საქართველოს.

იმავე დღეს, ტელევიზიით მივმართე მეომრებს.22 – ში დილით, ქუთაისის აეროპორტი აივსო გულანთებული ბიჭებით.თვითმფრინავმა ყველა მსურველი ვერ დაიტია.

იმ დღეს სოხუმისკენ გაფრენილი და სოხუმიდან გამოფრენილი ყველა თვითმფრინავი ჩამოაგდეს
ქართველთა და აფხაზთა მტრებმა.გენერალი ნაირაშვილი კატეგორიული წინააღმდეგი ჩემი
სოხუმში გამგზავრების.. ეს ბიჭების და ქალაქის ღალატი იქნებოდა.

უფალმა არ გაგვწირა,რადგან უშიშარი ნაბიჯი გადავდგით..მეუფემ სასწაული გადაწყვეტილება მიიღო, მარტო არ გაგვიშვა, თვითონაც წამოვიდა.

ამ ვიდეოში წინა ხაზზე ვართ მეომრებთან…ყველა რეგიონს ქუთაისის განწყობით რომ ემოქმედა,დღეს საქართველო ერთიანი იქნებოდა..კარგად მოისმინეთ გენერალი გია ყარყარაშვილის ინტერვიუს ბოლო ნაწილი..რატომ ვიხსენებ დღეს ამას?

დღესაც ერთიანობის დამადასტურებელი ,ეპოქალური გადაწყვეტილებაა მისაღები.

მასონურ-სოროსული წრეები, გვაპირისპირებენ, მეზობლები სარგებლობენ ჩვენი შიდა დაპირისპირებით და ტერიტორიებს გვართმევენ.

ჩვენ  ყველას ვეუბნებით: ცდებით,ვინც ფიქრობთ,რომ დღეს ბიძინას დამარცხებაა მთავარი..ცდება ყოველი,ვინც ფიქრობს,რომ სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლაა მთავარი…

ჩვენ  ვიზიარებთ მეცნიერთა პოზიციას და ხმამაღლა ვამბობთ:ერთიც და მეორეც საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლას ნიშნავს..,დღეს მთავარია ერთად გამარჯვება საქართველოსთვის!

სწორედ ამ განწყობით მივმართეთ პარტიათა ლიდერებს!

ჯერ დუმს ყველა ამ მოწოდებასთან დაკავშირებით..დუმს საინფორმაციო სივრცე, დამუნჯებულია ყველა ტელევიზია!არ  არის დიდი გარღვევის განწყობა,მაშინ,როცა მოქმედების დროა!

ხვალ,ტრადიციულ გადაცემაში,ოთხშაბათს,ოთხსაათზე და პარასკევს, ექვს საათზე,მეცნიერთა
შეკრებაზე,კიდევ ერთ შემოძახილს გავაკეთებ …ორშაბათს ოთხ საათზე კი,საზოგადოებას მოგახსენებთ შედეგებს და გადაწყვეტილებას გამოვაცხადებთ!

მეგობრებო,ნახეთ ეს მოკლე ვიდეო!

დღეს არანაკლებ რთულ მდგომარეობაში ვართ!

დავდგეთ კაცურად,ვისაც შემოგვრჩა ქართული სისხლი, ქართული სული და ქართული გული,ვინც საქართველოს ნამდვილი მეგობარი  ხართ,მიუხედავად ეროვნებისა და სარწმუნოებისა!

ეს ღირსების ბრძოლაა!

 

იხ.
თემურ შაშიაშვილი: ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი გადაწყვეტილება

ელდარ ქარქაშაძე: მისმა თავგანწირულმა ნაბიჯმა კატასტროფას გადაარჩინა ქუთაისი!

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *