თამაზ ჭეიშვილი: როგორ აპირებთ გამარჯვებას,როცა არსად არ ჩანხართ?!ფეისბუკით?

ცნობილი პუბლიცისტი, თამაზ ჭეიშვილი საკუთარ ფეისვუქის გვერდზე წერს:: ბატონო თემურ(შაშიაშვილი)!უსაზღვროა ჩემი თქვენდამი პატივისცემა,მაგრამ როგორ აპირებთ გამარჯვებას,როცა არსად არ ჩანხართ?ფეისბუკით?

რაზედაც “თეთრების” ლიდერი პასუხობს: თეიმურაზ შაშიაშვილი თამაზ ჭეიშვილი ყველაფერში გეთანხმები,თამაზ ბატონო,…გამოდის,რომ ეკრანის რომ არ გვაბარებენ,ეს სისუსტის კი არა,სიძლიერის ნიᲨანია…ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის,რომ ქვეყანაში დასრულდეს უზნეო ფულიანთა პარპაში, უზნეო უმცირესობის ბატონობა ზნეობრივ უმრავლესობაზე.მე აქ ვდგავარ სიცოცხლის ფასად,როგორც რიგითი ჯარისკაცი..
გაიზრდება რიგითმა რაოდენობა და  ქვეყანში ნიჭის ძალაუფლების დამკვიდრებას.ღირს სიცოცხლეც და სიკვდილიც ამისთვის!

თამაზ ჭეიშვილი სამწუხაროდ,დიახ სამწუხაროდ,ხალხში დიდი ნიჰილიზმი,პესიმიზმი და გულგატეხილობაა!პოლიტიკოსებმა გააკეთეს ის,რომ ამომრჩეველს არაფრის და არავისი აღარ ჯერა!1992 წლიდან მოყოლებული,დღემდე პოლიტიკაში მოდიან დამტაცებლები!მოდიან კრიმინალები,კოლაბორაციონისტები,ნაძირლები და პოლიტკა აქციეს ,,კაზინოდ,,! როცა პეტრემ შესჩივლა იესო ქრისტეს,მასწავლებელო,ვქადაგებ და არ მისმენენბო!იმიტომ არ გისმენენ ხალხს შია და შენი დარდი არ აქვსო!ჯერ დააპურე და მერე უქადაგეო!დაუჯერა მოციქულმა და ,როცა დააპურა,აი მაშინ დაინტერესდნენ,მგონი რაღაც კარგს ამბობდი პეტრეო…ხალხი შეგნებულად დაამშიეს კრიმინალებმა!ხალხს დააკარგვინეს ადამიანის სახე და აქციეს,,სეთურის კაცებად,,! ეხლა ,,სეთურის კაცები,, ყოველ თვე ელოდებიან თაბაგარისგან დაპირებულ,,გოჭს,, და ბედნიერები არიან,რომ ზეპირად ისწავლეს მარჩენალის ყველა,,ღვთიური სახელი,,!აი,რასთან გაქვს საქმე ჩემი უპატიოსნესო მებრძოლო უმცროსო,მეგობარო! მე ვამაყობ თქვენით,თან გულში მწარედ მეცინება!ტკივილით მეცინება! ცრემნლიანი სიცილით ვფიქრობ ,რომ საქმე გაქვთ,,სეთურის კაცებთან და ქალებთან,,!ვინც სტაბილურ ლუკმას გაუჩენს იმათი იქნებიან! ეს არის მწარე და ტრაგიკული რალობა!ადამინებმა კუჭებით დაიწყეს აზროვნება და არა ცნობიერებით!ჰომომორალესები იქცნენ ჰომოსაპიენსებად!…,,ჰომოსაპიენსი,, მოაზროვნეს ნიშნავს,მაგრამ,პრიმატების სახეობა, ჰომინიდების ჯგუფის, ადამიანთა მოდგმის წარმომადგენელია,სამწუხაროდ!დაკარგეს მორალური სახე ,დაკარგეს!ჰომოსაპიენსს საკუთარი მორალი და ზნეობა აქვს!ის პრიმატია!პრიმატი- პირველი ადგილი, უფროსობა
პირველობა, მეთაურობა, უპირატესი მნიშვნელობა.აი ეს არის პრიმატი!

ლია მიჩიტაშვილი თეიმურაზ შაშიაშვილი აი, სად დაუშვით შეცდომა, ბატონო თემურ! გაგეკეთებინათ ერთი ტელევიზია! არ შეგეძლოთ თუ რაა!… ბევრს ვხედავ დღეს, 90 იანი წლებიდან მოყოლებული სულ მთავრობებთან არიან და ტელევიზიებიც აქვთ, თანამდებობებიც, სასახლეებიც, ბანკებიც და აგარაკებიც!… არჩევნებში მონაწილეობის რომ არ რცხვენიათ, არც ეგ მიკვირს!
თეიმურაზ შაშიაშვილი ლია მიჩიტაშვილი ქალბატონო ლია,ძალიან გაფასებთ,მაგრამ მქონდა და მაქვს პოზიცია,რომ ტელევიზიას პოლიტიკოსი და პარტია არ უნდა ქმნიდეს,რომ ტელევიზია ხალხს უნდა ემსახურებოდეს და არა პარტიას,პოლიტიკოსს და ფულიანს. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის,რომ შეიქმნას ტელევიზია,რომლის აქციონერი იქნება,ყოველი ოჯახი ისე,როგორც ეს უნდოდათ დიდ მამულიშვილებს,მერაბ ბერძენიშვილის და რეზო ჩხეიძე…
Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *