(ვიდეო) პეტიცია საკონსტიტუციო სასამართლოში

brifingiარასამთავრობო ორგანიზაციამ „ერთსულოვნება ადამიანის უფლებებისთვის“ 600 000 ხელმოწერით საკონსტიტუციო სასამართლოში პეტიცია შეიტანა, რომლითაც კონსტიტუციაში საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადებთან დაკავშირებით განმარტებას ითხოვს. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მიხეილ ანდღულაძემ განაცხადა, გრძელდება პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების ქვეყნის მასშტაბით შეგროვება. მომავალი წლის 4 იანვარს კი, მასშტაბური საპროტესტო აქცია იგეგმება. ხელმოწერების შეგროვების აქციას ცნობილი ქართველი ხელოვანებიც უერთდებიან, რომელთა შორისაცაა რეჟისორი რეზო ჩხეიძე. მათ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ქუთაისში დიდების მემორიალის დანგრევა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილის განცხადებით, ადგილზე, სადაც მემორიალის აფეთქებას დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, ახალი მემორიალი უნდა დაიდგას

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *