(ვიდეო) შეხვედრა ასპინძის მოსახლეობასთან

aspindzaპრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შემგროვებელი არასამთავრობო ორგანიზაციის “ერთსულოვნება ადამიანის უფლებებისათვის” და საპატრიარქოს წარმომადგენლები ასპინძის მოსახლეობას შეხვდნენ. მათ ხელმოწერების შეგროვებისას შექმნილი პრობლემები განიხილეს. ადგილობრივთა განცხადებით, ორგანიზაციის კარავთან  რაიონული სამმართველოს თანამშრომლები აკვირდებიან და ინიშნავენ ყველა ხელმომწერს, რითაც მოსახლეობაზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებენ. არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები სამმართველოს უფროსს, ბესიკ ბერიძეს შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ  ბერიძეს კომენტარი არ გაუკეთებია. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მიხეილ ანდღულაძემ  განმარტა, სამმართველოს უფროსმა უარყო მსგავსი ფაქტების არსებობის შესაძლებლობა და გამოძიებას დაჰპირდა.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *