ქვეყნის გადარჩენა სხვა გზაშია და არა ფულით პოლიტიკაში გაბობოლებულთა შენარჩუნებაში!
კარგია,რომ მხარდაჭერას იღებს იდეა: “შუა კი არ გაიკრიფოს, გაძლიერდეს!”
დიახ,ჩვენ სხვა გზა უნდა ავირჩიოთ, რადგან არც პარტიულ პარლამენტს და არც ფულით შექმნილ და აღზევებულ ე.წ.ბობოლათა “პარლამენტს,მომავალი არ აქვს-ეს არის გზა უარესისკენ !
პოლიტიკა დროის შეგრძნებაა…ამას ადასტურებს კაცობრიობის გამოცდილება…დრომ,ჩვენ “ბობოლათა” მიერ გასაკრეფად მიჩნეულებს,მოგვცა შანსი პარტიული ბრძოლიდან პოლიტიკურ ბრძოლაზე გადასვლით, ქვეყანა კრიზისიდან გამოვიყვანოთ, მივცეთ მას დიდი მომავალი და კიდევ ერთი ,გადავარჩინოთ ისინიც, რომლებსაც სიმდიდრემ და ფულმა რეალობის შეგრძნებაც დაავიწყა და რეალურად ქვეყნის ინტერესებთანაც დააპირისპირა!
სხვა გზაშია ქვეყნის გადარჩენა და ის გულისხმობს მთავარს :პრიმიტიული პოლიტიკური აზროვნების ეპოქიდან- მეცნიერების ერაში გადასვლას !
ეს გაზაფხული გვაჩვენებს,რამდენად გამოგაზაფხულდება ქართულ პოლიტიკაში! არადა გამოზაფხულების გარეშე,ქვეყნის მომავალი სიბნელეშია!