..დაიზრდებიან,კიდევაც დაიზრდებიან!

მადლობა დაბადების დღის მოლოცვისთვის! თქვენმა სიტყვებმა გამაძლიერეს და გაცილებით მეტი დარწმუნებით ვამბობ:
პოლიტიკოსობა მამულიშვილობაშია, ანუ მომავლის საქართველოს მხოლოდ ისეთი პოლიტიკოსი სჭირდება, რომელსაც სიცოცხლის ფასად შეუძლია დგომა და ბრძოლა სამშობლოსთვის,საქართველოსთვის!
● ჩემგან ღალატი არ იქნება!
● ჩემს შვილებს სიცრუეში ცხოვრებას შეგუებული ლაჩარი მამა არ ეყოლებათ!
● მე ასეთი საქართველო მინდა და ასეთი საქართველოსთვის ვიბრძვი!
….დაიზრდებიან ..,დიახ,დაიზრდებიან… თუ ჩვენ ამის მაგალითს მივცემთ !
●ჩემი სიმდიდრე ის არის,რომ საკუთარი თავით დავდივარ და ვიცი ,რომ მთავარი -ღირსებით ცხოვრებაა…
● მწამს და მჯერა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი ,
● მწამს და მჯერა,ცხოვრებაც ამას ადასტურებს,რომ თუ ქვეყნისთვის იბრძვი,სჯობს რამდენიმე პროგრესული კაცი გიჭერდეს მხარს ,. ვიდრე ათასები ბრმად გიკრავდნენ ტაშს!
● მწამს და მჯერა,ქვეყანის მომავალს მხოლოდ სიკეთით გამარჯვებული ადამიანები ქმნიან და სიკეთით
გამარჯვება კი ხალხის და მოაზროვნე ადამიანების ,ხალხის და მეცნიერების ერთობით იწყება!
იხ. ეს ვარ მე!