(iveroni)არასამთავრობოები 4 იანვარს პრეზიდენტს ულტიმატუმს წაუყენებენ

iveroniარასამთავრობო ორგანიზაციები და მათი მხარდამჭერები ხვალ 13:00 სთ-ზე პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით აქციას გამართავენ. ამის შესახებ “ივერონის” პრეს-კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე “ერთსულოვნება ადამიანთა უფლებებისთვის” თავმჯდომარემ მიხეილ ანდღულაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, აქციები პარალალურ რეჟიმში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში გამგეობებთანაც გაიმართება.

“ღვთის წყალობით მამული დავიბრუნეთ და ახლა უნდა შევინარჩუნოთ ის. ერთი ადამიანი უშლის ხელს ქვეყნის კეთილდღეობას. მიხეილ სააკაშვილმა დაკარგა რეალობის შეგრძნება. ის როგორც სამართლებრივ, ისე ფსიქოლოგიურ ჭრილში არაადეკვატური და უუნაროა ქვეყნის მართვისთვის. იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილი ხალხის ულტიმატუმს ვერ გაიგებს, 20 იანვარს მთელი საქართველო ჩამოვა თბილისში და საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს”, – განაცხადა ანდღულაძემ.

მისივე თქმით, კონსტიტუციის თანახმად, თუ პრეზიდენტი უფლებამოსილებას ვერ ახორციელებს, ის უნდა გადადგეს, რის შემდეგაც მის მოვალეობას პარლამენტის თავმჯდომარე განახორციელებს, შემდეგ კი ინიშნება რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები.

როგორც ანდღულაძე აცხადებს, მიხეილ სააკაშვილს ხალხი შეუქმნის ისეთ გარემოს, რომ ის უფლებამოსილებას ვეღარ განახორციელებს.

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *