(პირველი ) პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით, 800 000 ათასი ხელმოწერა შეგროვდა
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით, 800 000 ათასი ხელმოწერა შეგროვდა.
აღნიშნულ ინფორმაციას “ერთსულოვნება – საზოგადოების უფლებებისთვის” ავრცელებს და ხელმოწერების შეგროვებას აგრძელებს.
ორგანიზაციის წარმომადგენლები გორში იმყოფებოდნენ, სადაც სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნას გორის მაჟორიტარი დეპუტატი სოსო ვახტანგაშვილიც შეუერთდა.
ხვალ კი ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში, ადგილობრივი თვითმმართველობების შენობებთან საპროტესტო აქცია გაიმართება.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში აქცია 20 იანვარს გაიმართება.
როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, საპროტესტო გამოსვლები იქამდე გაგრძელდება, ვიდრე პრეზიდენტი არ გადადგება



