(medianwes)მიხეილ სააკაშვილმა უნდა დაიხუროს ქუდი და აეროპორტში მივიდეს _ რეზო ჩხეიძე

1-aqcia5თბილისში, პრეზიდენტის სასახლესთან პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით ამ წუთებში ასობით ადამიანია შეკრებილი. აქციაზე იმყოფებიან საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები, მათ შორის იური მეჩითოვი, გელა ბაბლუანი, დიმიტრი ლორთქიფანიძე, ია რობაქიძე და სხვები.

როგორც აქციაზე სიტყვით გამოსვლისას რეჟისორმა რეზო ჩხეიძემ განაცხადა, ადამიანი რომელიც წაიკითხავს ან მედია საშუალებებიდან მოისმენს სამოქალაქო საზოგადოებისა და 50-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ხელმოწერილ ულტიმატუმს, ,,მან უნდა დაიხუროს ქუდი და აეროპორტში მივიდეს, რადგან მას ძალიან უყვარს თვითმფრინავებით მგზავრობა და იმ სახელმწიფოში წავიდეს, სადაც მას კარგად მიიღებენ~.

როგორც აქციაზე პოლიტიკური პარტია ,,თეთრების” თავმჯდომარე თემურ შაშიაშვილმა აღნიშნა, 20 იანვრამდე თუ პრეზიდენტი არ შეასრულებს იმ მოთხოვნებს, რომელიც ჩაწერილია ულტიმატუმში, ისინი დაიწყებენ კანონის ფარგლებში ღონისძიებების გატარებას.

მისივე თქმით, თუ კონსტიტუციაში წერია, რომ პრეზიდენტი არჩეულია ხუთი წლის ვადით, მაშინ 21 იანვრიდან მიხეილ საკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი აღარ არის. მას არ უნდა მიეცეს იმ საბედისწერო ნაბიჯების გადადგმის საშუალება, რომ დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს თავისი მთავრობა, რომელსაც ჩაატარებინებს არჩევნებს.

,,თუ საქართველოს მოსახლეობა ამ საშიშროებას ვერ ხედავს, ჩვენ მათ ვეუბნებით პირდაპირ _ საქართველოს ელოდება სააკაშვილის პერიოდში ძალიან დიდი დაპირისპირება. ჩვენი ამოცანაა, დავიცვათ კონსტიტუცია და საზოგადოებას ავაცილოთ ეს დაპირისპირება”, – განაცხადა თემურ შაშიაშვილმა.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *