(news.ge)პრეზიდენტის გადადგომის მომხრეები სააკაშვილის პრეზიდენტის სასახლიდან გამოყვანით იმუქრებიან

mitingiპრეზიდენტის გადადგომის მომხრეებმა ქუთაისში დღეს მორიგი აქცია გამართეს, სადაც მიხეილ სააკაშვილს 20 იანვრის შემდეგ თანამდებობის დატოვებისაკენ მოუწოდეს.

„ხალხს სძულს უკვე თავისი პრეზიდენტი. რადგან ის და მისი გუნდის წევრები ხელს უშლიან ქვეყნის განვითარებას. საერთაშორისო ასპარეზზე ცუდად წარმოაჩენენ ქვეყნის იმიჯსა და მოქმედ მთავრობას. მიხეილ სააკაშვილს რა ურჩევნია, თავისი ნებით დატოვოს პრეზიდენტის სასახლე თუ მასზე გაბრაზებულმა ხალხმა ძალით გამოიყვანოს იქიდან?,“ – ამბობს ქუთაისში მცხოვრები ალექსანდრე ოსეფაიშვილი.

აქციის ორგანიზატორის, არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის“ წარმომადგენლის ზურაბ გვენცაძის თქმით, პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ქვეყანაში ამ დროისათვის 800,000 ხელმოწერაა შეგროვებული. ხოლო იმერეთში ხელმოწერების რაოდენობა ბოლო მონაცემებით 15,000-დან 70,000-მდე გაიზარდა.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, ქვეყნის პირველი პირის გადადგომის მოთხოვნით დაწყებული კამპანია პერმანენტულ ხასიათს მიიღებს. 20 იანვარს აქციის მონაწილეები პრეზიდენტის სასახლესთან შეიკრიბებიან, სადაც პრეზიდენტის გადადგომამდე დარჩებიან.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *