პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს

IMG_5763თბილისში საქართველოს პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით აქციები დაიწყო. პირველი ასეთი აქცია პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

აქციაში მონაწილეობს 50-მდე არასამთავრობო ორაგანიზაციაც, მისი მონაწილეები აცხადებან, რომ თუ პრეზიდენტი 20 იანვრამდე არ გადადგება აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.

მათივე თქმით, ისინი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გეგმავენ მემორანდუმის დატოვებას, რომლითაც კიდევ ერთხელ მოუწოდებენ პრეზიდენტს, რომ თანამდებობა დატოვოს.

ახლახან გავრცელებული ინფორმაციით პრეზიდენტის რეზიდენციასთან მიმდინარე აქციაზე რამდენიმე წუთის წინ მცირე ინციდენტი მოხდა. ინციდენტი აქციის მონაწილეებსა და ომარ მაღლაქველიძის შორის მოხდა, რომელიც დღევანდელ აქციაზე ტრადიციულად ამერიკის დროშით გამოცხადდა. მაღლაქველიძე ხმამაღლა კითხულობდა ლექსებს, აქციის მონაწილეებმა მისი გაძევება უშედეგოდ სცადეს, შემდეგ კი ერთ-ერთმა მოქალაქემ მას წიგნი წაართვა და გადააგდო.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *