(interpressnews)პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია დასრულდა

 

aqciaმიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით გაერთიანება “ერთსულოვნების” ლიდერებმა ულტიმატუმი პრეზიდენტის კანცელარიაში დატოვეს. ტექსტი 8-პუნქტიანია და მასში ჩამოთვლილია ის მიზეზები, რის გამოც მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის თანამდებობა უნდა დატოვოს. ულტიმატუმში ასევე აღნიშნულია, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი ქართველი ხალხის ნების იგნორირებას მოახდენს, არ მიიღებს ქვეყნისთვის აუცილებელ გადაწყვეტილებას, 2013 წლის 20 იანვარს, მისი არჩევიდან 5 წლის ვადის გასვლისთანავე არ გადადგება, მაშინ “საქართველოს მოქალაქეები ისეთ მდგომარეობას შექმნიან, რომ სააკაშვილი ვეღარ მოახერხებს ხელისუფლების ძალადობით მიტაცებას”.

ულტიმატუმის ტექსტში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილი 2013 წლის 21 იანვრიდან საქართველოს პრეზიდენტი აღარ არის. ულტიმატუმს “ერთსულოვნებაში” გაერთიანებული 50 ორგანიზაცია აწერს ხელს.

აქცია პრეზიდენტის რეზიდენციასთან უკვე დასრულებულია. ამასთან, პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით დღეს აქციები რეგიონებშიც გაიმართა.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *