(ახალი თაობა)თემურ შაშიაშვილი: რესპუბლიკელების გაძლიერებას ვადამდელი არჩევნები მოჰყვება

 

1445ვინ უნდა იზრუნოს საარჩევნო სისტემის შეცვლაზე, რატომ არ უნდა ტარდებოდეს არჩევნები პროპორციული სისტემით, როგორ უნდა დავიცვათ პარლამენტი ფულიანი ტომრებისაგან? ამ თემებზე ახალ თაობას თეთრების ლიდერი თემურ შაშიაშვილი ესაუბრა.

თემურ შაშიაშვილი: სიკვდილამდე ცოტა ხნით ასრე რეზო ჩხეიძემ ერისადა ბერისადმი მიმართვა გამოაქვეყნა, სადაც მან ინტელიგენციას უსაყვედულა იმის გამო, რომ მათ საქართველო პოლიტიკოსებს და  პარტიებს დაუთმეს.  ბატონი რეზოს მსგავსად, მეც ვფიქრობ, რომ ეს იყო ინტელიგენციის დიდი შეცდომა. საქართველოში არსებული პარტიები კონტროლიდან გამოვიდნენ და გათავხედდნენ. ეს პროცესი დღესაც გრძელდება, მათი შეჩერება თუ  არ მოხდა, ქვეყანა დაინგრევა არც ერთ პარტიას ბოდიში არ მოუხდია, ყველას თავი მართალუ გონია, ქვეყანა კი მძიმე დღეშია.

1990 წლიდან დღემდე საქართველოში ბევრჯერ ჩატარდა არჩევნები. შედეგებს თუ გავაანალიზებთ, ვნახავთ, რომ არჩევნებით მოგებული პოლიტიკოსები და პარტიები რჩებიან, ხალხი და ქვეყანა კი ყოველთვის წაგებული. არადა არჩევნები ხალხისთვის მოგონილი სისტემაა, სწორედ ამისი წყალობით უნდა იფიქროს თავის მომავალზე. საქართველოში კი ყველაფერი პირიქითაა. ყველა ახალი პარლამენტი წინაზე  ბევრად უარესია. იგივე  ითქმის დეპუტატებზეც.

 – გამოსავალს რაში ხედავთ?

– საარჩევნო სისტემის შეცვლაში

– ამის აუცილებლობაზე თითქმის ყველა  პარტია საუბრობს, საქმე კი უკეთესობისკენ არ მიდის.

– ეს ასე იქნება მანამ, სანამ საარჩევნო სისტემაზე პოლიტიკოსები საუბრობენ. თანაც, დააკვირდით, როგორ იქცევიან ისინი. ოპოზიციაში ყოფნის დროს ლანძღავენ ამ სისტემას, პარლამენტში მოხვედრისთანავე კი მას კბილებით იცავენ საკუთარი მოთხოვნებიც კი ავიწყდებათ.

ორ საინტერესო მაგალითს მოვიყვან. უმრავლესობაში შემავალი კონსერვატორები, მრეწველები, ეროვნული ფორუმი და რესპუბლიკელები კოალიციიდან წასულ თავისუფალ დემოკრატებთან ერთად თავგამოდებით ითხოვდნენ საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას. ამ მიზნით ისინი ოპოზიციურ რვიანში შევიდნენ და კარგად გვახსოვს მათ მიერ მიღებული პეტიციაც. დღეს ისინი უმრავლესობაში არიან და ვინ უშლის ხელს, რომ მათივე მოთხოვნები გაითვალისწინონ? დღეს ისინი საპირისპიროს აკეთებენ

რამდენიმე დღის წინ 59 დეპუტატმა ძირითადად ნაციონალებმა, ხელი მოაწერეს მაჟორიტარული სისტემის  გაუქმებას, კი მაგრამ, ესენი არ იყვნენ წინა ხელისუფლებაში ყოფნის დროს მაჟორიტარულ  სისტემას რომ უჭერდნენ მხარს? ოპოზიცია კატეგორიულად ითხოვდა მათგან ამ გადაწყვეტილების მიღებას, მაშინ ამტკიცებდნენ, რომ ამ სისტემის გაუქმება არ შეიძლებოდა. დღეს იმას აწერენ ხელს, რის წინააღმდეგნიც იყვნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს. ეს ორი მაგალითიც მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში პირველ რიგში  საარჩევნო კი არა პოლიტიკური პარტიების სისტემაა შესაცვლელი

 – ზემოთ აღნიშნეთ, რომ საარჩევნი სისტემა პოლიტიკოსებმა არ უნდა შექმნან, აბა ვინ უნ და გააკეთოს ეს?

– მეცნიერებმა და საარჩევნო სისტემის სპეციალისტებმა. პოლიტიკოსების დამოკიდებულება საარჩევნო სისტემის მიმართ ზემოთ მოყვანილი ორი მაგალითითაც ნათლად ჩანს.

ჩვენ, „თეთრები“ განსხვავებულ სისტემას ვუჭერთ მხარს. რომელიც ამ სისტემასთან არის მიახლოვებული, რომლითაც 1990 წლის არჩევნები ჩატარდა. ეს საქართველოს ისტორიაში ყველაზე სამართლიანი არჩევნები იყო.

 – რით იყო გამორჩეული ეს სისტემა?

– ამ სისტემით პიროვნება არ იყო დაკარგული. დღეის მდგომარეობით პიროვნებები დაკარგულები არიან. ჩვენც იძულებული ვართ ერთი ბელადის ხათრი ავირჩიოთ ბევრი ვინმე, რომელიც ამ ბელადის პარტიაში რაღაცნაირად მოხვდნენ. ასე იყო გამსახურდიას დროსაც, თუმცა , მაშინ პიროვნებებს გაცილებით მეტი შესაძლებლობები ჰქონდათ. ახლა ერთი კაცის ხათრით ვირჩევთ პარლამენტს

ხომ ხედავთ, რას აკეთებენ ეს პარტიები? ისეთ სისტემას ითხოვენ, რომელიც მათ პარლამენტში შეიყვანს. მათ პიროვნების წაშლა სურთ. და ამიტომ უჭერენ მხარს პროპორციულ სისტემას. თავი პროდასავლურად რომ მოაქვთ, არ იციან, რომ ამერიკისა და ევროპის ბევრ ქვეყანაში მხოლოდ მაჟორიტარული არჩევნები იმართება?

 – ევროპასა და ამერიკაში ისეთ ფულიან ტომრებს არ ირჩევენ, როგორც ეს ჩვენთან ხდება.

– ესეც პოლიტიკოსების და პარტიების  ბრალია. პარტიები ხალხთან აქტიურად უნდა მუშაობდნენ და ეუბნებოდნენ, როგორ პიროვნებას არ უნდა მისცენ ხმა. მოსახლეობას უნდა ავუხსნათ, რომ დემოკრატია განათლებულ ადამიანთა ერთობაა და არა ფულიანი ტომრების თუ ბელადების. ეშინიათ, რომ პარლამენტში ვერ გავლენ და ამიტომ ებრძვიან მაჟორიტარულ სისტემას!

– თქვენი საუბრიდან გამომდინარე, თუ ვიმსჯელებთ მაჟორიტარული სისტემის მომხრე ხართ.

– მაჟორიტარული სისტემა პროპორციულზე სამართლიანია. ამ სისტემის წინააღმდეგ ბრმად მიმდინარეობს ბრძოლა. ამას ის ხალხი ეწინააღმდეგება, რომლებსაც დამოუკიდებლად პარლამენტში მოხვედრა არ შეუძლიათ, ჩვენ არ ვაფეტიშებთ არც მაჟორიტარულ სისტემას და არც პროპორციულს. ჩვენ ვითხოვთ, რომ საარჩევნო სისტემა თავისი ყველა კომპონენტით, მეცნიერული ანალიზსა და ამის საფიძველზე ახალი საარჩევნო სისტემის შექმნას საჭიროებს.

მაჟორიტარული სისტემის გაუქმება და მხოლოდ პროპორციულზე გადასვლა ნიშნავს ბელ;ადის ინსტიტუტის გაძლიერებას. ხალხის როლის წაშლას. ავტორიტეტებისა და ძლიერი პიროვნებების წინააღმდეგ ბრძოლას ბელადის სასარგებლოდ. ამას ძირითადად მხარს ისინი უჭერენ, რომლებსაც მაჟორიტარულ არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვთ და პროპორციული  სისტემით და მონური ფსიქოლოგიით შეუძლიათ პარლამენტში შეძრომა. ჩვენ სეპარატიზმის გაძლიერების საფრთხეს ვხედავთ რეგიონული პროპორციული სიებით არჩევნებში. მცდარია იმათი მსჯელობა, ვინც ამბობს, რომ მაჟორიტარული არჩევნები ერთ პარტიას ამარჯვებინებს. ნებისმიერ პარტიას დაუმსახურებლად ამარჯვებინებს მხოლოდ   გაყალბებული არჩევნები. არჩევნები ყალბდება სიებით. პარტიები არავითარ შემთხვევაში არ მიიღებენ ნორმალურ საარჩევნო სისტემას. ამიტომ ეს საქმე მეცნიერებს უნდა მივანდოთ.

 – დათანხმდებიან ამას პოლიტიკოსები?

– რას ქვია არ დათანხმდებიან?! მეცნიერებათა აკადემიაზე დიდი ორგანო რომელია საქართველოში. დამისახელეთ, ნებისმიერ ქვეყანაში მეცნიერებათა აკადემია უფრო დიდი ორგანოა, ვიდრე მთავრობა. ამერიკა ხომ ძალიან უყვართ და როცა აქ პრეზიდენტს ირჩევენ, ის პრეზიდენტის რანგში პირველ შეხვედრას მეცნიერებთან მართავს. ჩვენთან ამერიკული მოდელი დახეული ჯინსებითა და ბოტასებით სიარული გონიათ. ზოგიერთი პოლიტიკოსი ასე დადის პარლამენტში, ეტიკეტი თუ არ იცი, ფეხბურთს ხომ მაინც უყურებთ? ვერ ხედავ, საერთაშორისო მატჩზე მწვრთნელებს თეთრი პერანგები და პიჯაკები აცვიათ! ქვეყნის გამოყვანა სისტემური კრიზისიდან მხოლოდ მეცნიერებასა და მეცნიერებაზე ორიენტირებულ ხელისუფლებასა და პოლიტიკოსებს შეუძლიათ. პოლიტიკოსებს კი მხოლოდ სკამები და რადიკალური განწყობის გაძლიერება აინტერესებთ.

 – სკამები გასაგებია, მაგრამ რადიკალიზმის გაძლიერება რაში სჭირდებათ?

– დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლების მტავარი მკვებავი ქუჩა გახდა. ქუჩა უკვერადიკალიზმია. ქუჩით რადიკალები შედიან პარლამენტში და იღებენ ხელისუფლებას, ქუჩით მოსულს ქუჩითვე უპირისპირდებიან და ასე გრძელდება, რისი შედეგიცაა ის რომ ყველა პარლამენტი წინაზე უარესია. ყველა ხელისუფლება ხალხს წინაზე უარეს მდგომარეობაში აყენებს და ეს ხდება ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის 90%-ზე მეტს არც რადიკალიზმი მოსწონს და არც – რადიკალები. მაგრამ ქვეყნის გარეთ საქართველოთი დაინტერესებულ ძალებს მხოლოდ რადიკალები მოსწონთ,  მხოლოდ რადიკალებით ახერხებენ თავიანთი მზაკვრული პოლიტიკის განხორციელებას. სწორედ ამიტომ აფინანსებენ მხოლოდ რადიკალებს  და ქართული სულისა და განწყობის პოლიტიკურ ძალებს გამარჯვების შანსს არ უტოვებენ.

აშკარად იკითხება ვინ საიდან იმართება. ერთნი მარიხუანის ლეგალიზებას უჭერენ მხარს, საუბრობენ სექსუალური უმცირესობების უფლებებზე, მეორენი – რუსეთთან რკინიგზის გახსნაზე და ისიც აშკარაა, რა პოლიტიკური სცენარი იწერება ქვეყნის გარეთ.

 – რომელ სცენარზე საუბრობთ?

– ხელისუფლებაც და მისი ოპოზიციაც უნდა იყოს გარედან მართვახდი, უნდაგამოირიცხოს ქართული ძალების გამარჯვება. ამის მისაღწევად სცენარი მარტივია. უნდაგაძლიერდეს რესპუბლიკური პარტიის გავლენა. ის მტავარი პოლიტიკური ძალა უნდა იყოს იმ ალიანსში, რომელსაც შექმნიან ჩვენი უცხოელი „მეგობრები“„ნაციონალების“ გარკვეული ჯგუფებისაგან, რესპუბლიკელებისაგან, „თავისუფალი დემოკრატებისაგან“ , ბიძინა ივანიშვილის ხათრით არჩეული პრეზიდენტისაგან და შეიძლება, მათ მიერ გამოწვრთნილი „ქრისტიან-დემოკრატებისაგან“ ანუ იმ ლიდერებისაგან, რომლებიც არ შეუერთდნენ გაერთიანებულ დემოკრატებს.

ყოველივე ამის ფონზე, ყოველდღიურად დაკნინდება კოალიაცია „ქართული ოცნების“ როლი. იმძლავრებს ულტიმატუმების პოლიტიკა, განსაკუთრებით იქ დარჩენილი რესპუბლიკელებისაგან. ეს ნიშნავს რომ თუ რესპუბლიკელები რჩებიან „ქართულ ოცნებაში“ მხოლოდ იმ პირობით, რომ მათი იქნება ხელისუფლება, ან მიდიან იმ გაერთიანებაში მთავარ ძალად, რომელზეც ზემოთ ვსაუბრობდით.

როგორც ჩანს, ამ სცენარის შემადგენელი ნაწილია „ნაციონალური მოძრაობის“ მარტივ მამრავლებად დაშლა, თუ ბერთოლეს მარილივით არა (სრული ლიკვიდაცია), მათი ლიდერების (ბოკერიას მსგავსთა) ამერიკაში წაყვანა.არ გამოვრიცხავ, რომ რესპუბლიკური პარტიის მთავარ პოლიტიკურ ძალად გადაქცევის პროცესმა  ვადამდელი არჩევნების აუცილებლობა დააყენოს და იგი მომდევნო წლის გაზაფხულზე  ჩატარდეს.

 ესაუბრა შორენა მარსაგიშვილი 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *