(iveroni)პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით “ერთსულოვნების” ლიდერები პერმანენტულ აქციებს დაიწყებენ

 

iveroni920 იანვარს, გაერთიანება “ერთსულოვნება” და მათი მხარდამჭერები, მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ისევ შეიკრიბებიან, კარვებს გაშლიან და პერმანენტულ საპროტესტო აქციებს დაიწყებენ. ამის შესახებ განცხადება “ივერონის” პრეს-კლუბში, გაერთიანების წევრებმა გააკეთეს.

“ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ასეთია – პრეზიდენტად წოდებული მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, ვიწყებთ პერმანენტულ საპროტესტო აქციებს. თუ სააკაშვილი იგნორირებას მოახდენს უკვე არსებულ 800 ათასზე მეტ ხელმოწერაზე, რომელიც მის მიერ თანამდებობიდან წასვლის მოთხოვნის მიზნით გაკეთდა და 20 იანვარს, კანონით გათვალისწინებულ ვადაში, არ დატოვებს პოსტს, შეიქმენება მობილური ჯგუფები თბილისში და საჭიროვების შემთხვევაში რეგიონებშიც და მოქალაქე სააკაშვილს არ მივცემთ ქვეყნის ტერიტორიაზე, საქართველოს პრეზიდენტის რანგში გადაადგილების საშუალებას. შევქმნით ისეთ გარემოებას, რომ იგი შერცხვენილი იქნება მსოფლიოს თვალში. 20 იანვარს, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გაიშლება კარვები და ჩვენ დავიწყებთ პერმანენტულ, საპროტესტო აქციებს.”

როგორც “ერთსულოვნების” წევრებმა, “ივერონის” პრეს-კლუბში განაცხადეს, გუშინ ჩატარებული რიგით მეოთხე კონფერენციის შედეგად, მათ შეიმუშავეს 20 იანვარს დაგეგმილი საპროტესტო აქციების სამოქმედო პროგრამა.
“ჩვენ ავირჩიეთ ოპერატიული ჯუფი, რომლის წევრებიც ყოველდღიურ რეჟიმში, ტელევიზიითა და ინტერნეტის მეშვეობით საზოგადოებას მიაწვდიან ინფორმაციას განხორციელებულ და განსახორციელებელ ქმედებებზე. კონსტიტუციონალისტებთან მუდმივი კონსულტაციების შედეგად, ჩვენ წარვუდგინეთ პრეზიდენტს, ხალხის ნების გამომხატველი ულტიმატუმი. პრეზიდენტის საახალწლო მილოცვის შემდეგ, როდესაც თითქოს ის, კეთილგონიერების ჩარჩოებში დაბრუნდა, შობის ღამეს, მან ნიღაბი ჩამოიხსნა და მთელს ერს, შეურაცხმყოფელი გამონათქვამებით მოგვამრთა, როცა თვითოეულ ჩვენგანს წარსულის გადმონაშთი გვიწოდა და დაგვემუქრა “წარსულთან პაემნის დასრულებით”. ჩვენ მივმართავთ მასმედიის წარმომადგენლებს, სახელმწიფო და არასამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებს, მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი 20 იანვრის შემდეგ, აღარ იქნას მოხსენიებული, როგორც საქართველოს პრეზიდენტი”, – განაცხადეს “ერთსულოვნების” წევრებმა, “ივერონის” პრეს-კლუბში სტუმრობისას.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *