წარმომადგენლობითი სახალხო კრება – „ძალა ხალხშია“

მოქმედებათა გეგმა
(2010 წლის დეკემბერი – 2011 წლის მაისი)

მიზანი: დემოკრატიული მექანიზმებით ხელისუფლების შეცვლა 2011 წლის გაზაფხულზე

სამართლებრივი და მორალური საფუძველი:

• უნდობლობის ვერდიქტი
• სამართლებრივი ვერდიქტი
• სოციალური გენოციდი
• ეროვნულ ფასეულობათა უგულებელყოფა

კონკრეტული პროცესი: 2010 წლის დეკემბერი – 2011 წლის მაისი

უზრუნველყოფა:

• ხმის დამთვლელი კომისია – ცესკო (განახლება)
• შტაბი
• „ქომაგის“ ინსტიტუტი
• საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
• ერთიანი კომპიუტერული სისტემა
• ერთიანი საინფორმაციო სისტემა
• კრების ადგილობრივი კომიტეტები

ვადები – მთავარი:

საორგანიზაციო საკითხების დასრულება იგეგმება 20 იანვრისათვის, მაგრამ არა უგვიანეს 1 თებერვლისა.
არა უგვიანეს 1 -ლი მარტისა ცხადდება ძირითადი თარიღები (ყრილობის მოწვევა. დაუმორჩილებლობის დაწყება)

პ.ს რიცხვები დაკონკრეტდება ანალიტიკური ჯგუფის, PR ჯგუფის და შტაბის მოსაზრებათა გათვალისწინებით.

ვადები – კონკრეტული:

• ხმის დამთვლელი კომისიის ამოქმედება : 30 დეკემბრამდე

• შტაბი: 10 დეკემბრამდე
• „ქომაგის“ ინსტიტუტი: 15 დეკემბრამდე
• ფიარის ჯგუფი: 10 დეკემბრამდე
• ერთიანი კომპიუტერული სისტემა: 25 დეკემბრამდე
• ერთიანი საინფორმაციო სისტემა: 25 დეკემბრამდე
• კრების ადგილობრივი კომიტეტები:
1. თბილისში – 30 დეკემბრამდე
2. საქართველოს მასშტაბით – 20 იანვრამდე
3. უცხოეთში – 1 თებერვლამდე.

კონკრეტული ქმედებები:

• დეკემბრის ბოლომდე, წარმომადგენლობითი სახალხო კრების აღმასრულებელი საბჭო აძლევს დაკვეთას დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფს ქვეყანაში მდგომარეობის სიღრმისეული ანალიზისა და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის დეტალური პროგრამის შედგენის თაობაზე. თებერვალში განიხილავს მას და კრების დარბაზთან შეთანხმების შემდგომ ამტკიცებს, განახორციელებს კონკრეტულ ღონისძიებებს მისი შესრულებისათვის
• 15 დეკემბრიდან ხმის დამთვლელი კომისია (ცესკო) იწყებს აქტიურ მოქმედებას და საჯაროდ და სახალხოდ წარმართავს როგორც ძველი, ასევე ახალი დელეგატების რეგისტრაციის პროცესს. შესაძლოა, ეს პროცესი მიდიოდეს რეგიონების მიხედვით. იანვრის თვიდან, ცესკო კვირაში ერთხელ აცხადებს შემომატებულ დელეგატთა რაოდენობას.
• 25 დეკემბრამდე ანალიტიკური ცენტრი აკეთებს ქვეყანაში არსებული მდგომარეობის ანალიზს და კრების გადაწყვეტილებებიდან, კრების საბოლოო მიზნიდან გამომდინარე, ადგენს მოქმედების კონკრეტულ პროგრამას, რომელსაც იხილავს კრების აღმასრულებელი საბჭო და დასამტკიცებლად წარუდგენს კრების სათათბიროს.
• 25 დეკემბრამდე, მოქმედების პროგრამიდან გამომდინარე ფიარის ჯგუფი ადგენს დეტალურ პროგრამას, რომელსაც ამტკიცებს აღმასრულებელი საბჭო და უკეთებს ინფორმაციას კრების სათათბიროს.
• თებერვლის ბოლომდე წარმომადგენლობითი კრების ადგილობრივი კომიტეტები უზრუნველყოფენ:

1. ქალაქში (რაიონში) არსებული მდგომარეობის ზოგად ანალიზს;
2. სახალხო სახსრების (ბიუჯეტის) ხარჯვის ანალიზს;
3. ქალაქში, რაიონში სოციალური მდგომარეობის ანალიზს;
4. განათლებაში, ჯანდაცვაში (სოციალურ დარგებში), კულტურის სფეროსა და სპორტში არსებული მდგომარეობის ანალიზს;
5. ხელმძღვანელი კადრების ანალიზს;
6. რაიონის (ქალაქის), გავლენიანი და მნიშვნელოვანი ადამიანთა სიას.

პ.ს. კრების რეგიონალური კომირტეტების ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება იქნება კრების დელეგატთა რაოდენობის მაქსიმალურად გაზრდა.

თებერვლის ბოლომდე

გრძელდება ხელმოწერები უნდობლობის ვერდიქტზე. სასურველია, ხელმომწერთა რაოდენობამ გადააჭარბოს 1 მილიონს და ამ ხელმოწერებით გამოვიდეს „ღირსების წიგნი“ .

• „სახალხო სასამართლო“ „ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას“ პროექტის ფარგლებში განიხილავს შემდეგ საქმეებს:

1. 2007 წლის 7 ნოემბერი;
2. 2008 წლის 8 აგვისტო;
3. კერძო ბიზნესის მდგომარეობა;
4. უნივერსიტეტის საქმე;
5. მდგომარეობა განათლებაში;
6 სოციალური გენოციდი;
7. გახმაურებული მკვლელობები

• დასრულდება მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის ანალიზი და საერთაშორისო ინსტიტუტების დასკვნის საფუძველზე მზადდება დასკვნა მოსახლეობის გენოციდთან დაკავშირებით.;

• მოხდება 2009 წლის 23 ნოემბერს სააკაშვილისადმი წარდგენილი „ღირსების ულტიმატუმის“ შესრულების დეტალური ანალიზი და ამ საკითხზე მზადდება კონფერენცია საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით.

• კეთდება საქართველოს ბიუჯეტის საფუძვლიანი ანალიზი. კერძოდ, საიდან ივსება ბიუჯეტი და სად იხარჯება ხალხის ფული. მზადდება შესაბამისი პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება.

• კეთდება ქვეყანაში შემოსული დახმარებების, ინვესტიციების და ხელისუფლების მიერ აღებული სესხების ხარჯვის ანალიზი და მზადდება შესაბამისი შეფასება;

• კეთდება ეროვნული ფასეულობებისადმი ხელისუფლების დამოკიდებულების ანალიზი და მზადდება შესაბამისი დასკვნა;

• სპეციალური კომპეტენტური კომისიის მიერ შესწავლილი იქნება პრეზიდენტის რეზიდენციასა და სახელისუფლებო ოფისებზე დახარჯული თანხების მოცულობები, გაკეთდება იმის ანალიზი, რა ფასად გაყიდა ხელისუფლებამ უნიკალური სახელისუფლებო ოფისები და რა დახარჯა ახლის შექმნაში და იყო თუ არა ამ უკანასკნელთა მშენებლობის აუცილებლობა;

• კეთდება შემდეგი ანალიზები:

1. როგორ ხდება ობიექტების პრივატიზება (პირდაპირი მიყიდვის წესის გამოყენების მდგომარეობა)
2. რა უჯდება სახელმწიფოს სახელისუფლებო სტრუქტურების შენახვა (მისი ცალკეული რგოლები, პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავჯდომარე, მინისტრი, გუბერნატორი, მერი, გამგებელი);

• კეთდება ხელისუფლების უცხოური ვიზიტების ანალიზი;

• იხსნება „მხილების მუზეუმი“, რომლის ექსპოზიციის 70-80% იქნება „მოძრავი“ (ადვილად ტრანსპორტირებადი) და ეს გამოფენა მარტის ბოლომდე წარედგინება როგორც თბილისის უბნების მაცხოვრებლებს, ასევე საქართველოს ყველა ქალაქსა და რაიონს. „მხილების მუზეუმის“ საექსპოზიციო ნაწილის პარალელურად გამოდის გაზეთი „მხილების მუზეუმი“ და ფუნქციონირებს სპეციალური ვებ-გვერდი „მხილების მუზეუმი“;

მარტში

10-15 მარტამდე აღმასრულებელი საბჭოსა და კრების სათათბიროს წევრთა მონაწილეობით ყველა ქალაქსა და რაიონში ეწყობა დიდი სახალხო შეხვედრები, რომლებზეც საჯაროდ უნდა გაცხადდეს, როგორც კონკრეტულ ქალაქსა თუ რაიონში, ასევე მთელს ქვეყანაში არსებული მდგომარეობა;

15 მარტამდე სტრასბურგში ვიწვევთ საერთაშორისო კონფერენციას მსოფლიოს წამყვან ექსპერტთა მონაწილეობით. კონფერენციას წარედგინება სამართლებრივი და პოლიტიკური (უნდობლობის) ვერდიქტები;

15 მარტამდე რომში (მსოფლიოს საერთაშორისო პროგრამის ოფისი) ვატარებთ საერთაშორისო კონფერენციას, რომელსაც წარედგინება დასკვნა მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობასან დაკავშირებით. (მასალები მოსახლეობის სოციალური გენოციდის თაობაზე);

• 15 მარტამდე პარიზში, „იუნესკოში“ ვიწვევთ კონფერენციას, რომელსაც წარედგინება ეროვნულ ფასეულობათა წინააღმდეგ ბრძოლის დამადასტურებელი კონკრეტული დოკუმენტები;

კრებას წარედგინება:

1. სამართლებრივი ვერდიქტი (ხალხის სასამართლოს“ მიერ)

2. დასკვნა მოსახლეობის სოციალურ გენოციდთან დაკავშირებით (ექსპერტთა ჯგუფის მიერ)

3. დასკვნა ქვეყანაში ეროვნულ ფასეულობათა დაცვის მდგომარეობასთან დაკავშირებით (ექსპერტთა ჯგუფის მიერ)

რება მოისმენს: ინფორმაციას, რა განვითარება მიიღო 25 ნოემბერს მიღებულმა უნდობლობის ვერდიქტმა, კერძოდ, დამატებით რამდენი ადამიანი შეუერთდა მას.

კრება გააკეთებს მიმართვას წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი (გაერო, ევროკავშირი, ეუთო…), მსოფლიოს დემოკრატიული სახელმწიფოების პრეზიდენტებისადმი კრების წარმომადგენელთა მიღების თაობაზე.

კრება გამოაცხადებს ეროვნეულ დაუმორჩილებლობას და მისი განხორციელების დეტალურ პროგრამას.

ეროვნეული დაუმორჩილებლობის პარალელურად იწყება კრების წარმომადგენელთა შეხვედრები საერთაშორისო ორგანიზაციებში, დემოკრატიული ქვეყნების ხელისუფლებებთან. ტარდება პრესკონფერენციები ტარდება პრესკონფერენციები შესაბამისი ქვეყნების დედაქალაქებში

ინტერნეტ-ტელევიზია „თეთრები“ იწყებს წარმომადგენლობითი სახალხო კრების სრულად მომსახურებას.

 

პროექტის ავტორი

თემურ შაშიაშვილი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *