(პირველი) 20 იანვარს პრეზიდენტის სასახლესთან აქცია “ღირსების შეკრება”! გაიმართება

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით, 20 იანვარს პრეზიდენტის სასახლესთან აქცია “ღირსების შეკრება”! გაიმართება.

ამის შესახებ მოძრაობა “ერთსულოვნების” მიერ გავრცელებულ წერილშია აღნიშნული.

“გაცნობებთ, რომ ჩამოვაყალიბეთ მოქმედების გეგმა 20 იანვრამდე და 20 იანვრის შემდეგ. 20 იანვარს, 13:00 საათზე გვსურს ჩავატაროთ “ღირსების შეკრება”! – პრეზიდენტის სასახლესთან, რათა ავლაბარში საჯაროდ გამოვაცხადოთ სააკაშვილის პრეზიდენტობის საკონსტიტუციო ვადის დასრულება და იგი პრეზიდენტობიდან გავაცილოთ”, – აღნიშნულია წერილში, რომელსაც პრეზიდენტის გადადგომის მემორანდუმით გაერთიანებული 50-ზე მეტი ორგანიზაციის სახელით ხელს აწერენ – რეზო ჩხეიძე, მიხეილ ანდღულაძე, თეიმურაზ შაშიაშვილი, ზაზა ხატიაშვილი, რეზო ძოძუაშვილი, თამაზ ჭეიშვილი, მანუჩარ მაჩაიძე, ომარ მხეიძე, პაატა ცნობილაძე, ფერდინანდ ლორთქიფანიძე, რამაზ ყურაშვილი, ოთარ ვარსიმაშვილი, ელგუჯა ბურდული, იური ვაზაგაშვილი, გიორგი ჟორჟოლიანი, ანზორ ბაბუხადია, ლექსო კობაიძე, ავთანდილ იოსელიანი, კობა არაბული, გოჩა აროშიძე, რომან რურუა, ლაშა კალანდაძე, ჯემალ ჯიქია, მარინა კაჟაშვილი და ნანა შარაშიძე.

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *