(primetimenews.ge)თემურ შაშიაშვილი – კოჰაბიტაცია გამოგონილია იმისთვის, რომ გადარჩეს “ნაციონალური მოძრაობა”

primetime
კოალიცია “ერთსულოვნების” ერთ-ერთი ლიდერის თემურ შაშიაშვილის განცხადებით, კოჰაბიტაცია გამოგონილია იმისთვის, რომ გადარჩეს “ნაციონალური მოძრაობა”.
ამის შესახებ განცხადება შაშიაშვილმა კოალიციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად “პრაიმტაიმის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

“კოჰაბიტაცია გამოგონილია იმისთვის, რომ გადავარჩინოთ “ნაციონალური მოძრაობა”. პროგრამა, რომელმაც ქვეყნის მომავლისთვის იყო შექმნილი, ვგულისხმობ კოალიცია “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო პროგრამას, დღეს ნულდება და ვერ სრულდება, რადგანაც პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაუპირისპირდა მას. ამიტომაც დღეს როგორც არასდროს აუცილებელია ამ პროგრამის შესრულება და სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლა”, – აცხადებს შაშიაშვილი და სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით საზოგადოებას 20 იანვარს 13 საათზე პრეზიდენტის რეზიდენციასთან შეკრებისკენ მოუწოდებს.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *