რეზო ჩხეიძე – თქვენ მე ვერ ჩამრეცხავთ ბატონო პრეზიდენტო

1-aqcia5მე არ ვარ ჩარეცხილი, ტყუილია ეგ ამბავი, თქვენ მე ვერ ჩამრეცხავთ ბატონო პრეზიდენტო . ასე საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს რეჟისორი რეზო ჩხეიძემ მიმართავს. ჩხეიძე მიხეილ სააკაშვილის არალეგიტიმურობაზე საუბრობს და ამბობს, რომ მან ქვეყნის კულტურა განადგურებამდე მიიყვანა. რეჟისორის განცხადებით 20 იანვარს, მას შემდეგ რაც პრეზიდენტობის ვადა ამოიწურება სააკაშვილმა უნდა დატოვოს ქვეყნის მთავარსარდლის პოსტი.

“მე არ ვარ ჩარეცხილი, ტყუილია ეგ ამბავი, თქვენ მე ვერ ჩამრეცხავთ ბატონო პრეზიდენტო. თქვენ ვერც ქართულ ინტელიგენციას ვერ ჩარეცხავთ, შოთა რუსთაველს ვერ ჩარეცხავთ , აკაკი წერეთელს ვერ ჩარეცხავთ. თქვენ დაანგრიეთ ქართული კულტურა. გაანადგურეთ სპორტი და მეცნიერება. სწორედ ამიტომ თქვენ არ გაქვთ უფლება იყოთ ქვეყნის პრეზიდენტი. თქვენმა ქმედებებმა გააღარიბა ქვეყანა. ნუთუ არავის უთქვამს თქვენთვის თბილისის შესახებ. რატომ გადაიტანეთ პარლამენტი ქუთაისში, არ შეიძლება ამის გაკეთება, არ შეიძლება ამ ჯაჭვის დარღვევა”, – განაცხადა რეზო ჩხეიძემ “ივერონის” პრესკლუბში ყოფნისას.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *