(ინტერპრესნიუსი)პოლიტპატიმრები მოქალაქეებს მოუწოდებენ, მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის სტატუსით აღარ მოიხსენიონ

vachnadzeპოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირები საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ, მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის სტატუსით აღარ მოიხსენიონ და მას მხოლოდ მოქალაქე დაუძახონ, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” მელორ ვაჩნაძემ განუცხადა.

მისი თქმით, მათი მოწოდება მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვას ეფუძნება. “საქართველოს ყველა მოქალაქემ იცის, რომ მიხეილ სააკაშვილი ხელოვნურად იგრძელებს ვადას, ამიტომ ჩვენ მივმართავთ ყველა მოქალაქეს, რომ მას არა პრეზიდენტი, არამედ მოქალაქე დაუძახონ. დარწმუნებული ვარ, ვინც მას პრეზიდენტის სტატუსით მიმართავს, მხოლოდ ერთეულები იქნებიან”, – განაცხადა ვაჩნაძემ.

რაც შეეხება იმპიჩმენტის მოთხოვნას, მისი თქმით, პოლიტპატიმრები უერთდებიან მოძრაობა “ერთსულოვნების” ინიციატივას, რომ მოხდეს პრეზიდენტის იმპიჩმენტი. თუმცა, მელორ ვაჩნაძის განცხადებით, ეს ახალი ხელისუფლებისა და პარლამენტის გადასაწყვეტია.

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *