(მედიანიუსი)პრეზიდენტის სასახლესთან აქცია მიმდინარეობს

GEORGIA-POLITICS-PRESIDENCY-BUILDINGპრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნით, გაერთიანებული 50 არასამთავრობო ორგანიზაციის თაოსნობით, პრეზიდენტის სასახლესთან ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ცოტა ხნის წინ ამნისტიით გათავისუფლებული პოლიტპატიმრებიც შეუერთდნენ.

აქციაზე შეკრებილები აცხადებენ, რომ დღეს, 20 იანვარს სრულდება მიხეილ სააკაშვილის ხუთწლიანი საპრეზიდენტო ვადა და ის უნდა გადადგეს.

ყოფილი პოლიტპატიმრის მელორ ვაჩნაძის განცხადებით, საზოგადოება მიხეილ სააკაშვილს არ უნდა მისცეს უფლება დაარღვიოს კონსტიტუცია, მას შეუძლია გადადგეს, მაგრამ არჩევნები ჩატარდეს ოქტომბერში.

ყოფილი პოლიტპატიმრები გამოდიან ინიციატივით, რომ ხვალიდან არც ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა და არც თანამდებობის პირებმა მიხეილ სააკაშვილი არ მოიხსენიონ პრეზიდენტად.

,,ის არის საქართველოს მოქალაქე, მაგრამ სამართლებრივი სტატუსის ჩამორთმევით მას ბევრი პრობლემა შეექმნება. ამ ინიციატივით ჩვენ პატივს ვცემთ იმ მილიონ ადამიანს, რომლებიც თავიანთი ხელმოწერით მოითხოვენ პრეზიდენტის იმპიჩმენტს. იმპიჩმენტი კი ახალი ხელისუფლების პრეროგატივაა,”-განაცხადა მელორ ვაჩნაძემ.

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *