(news.ge)”ერთსულოვნებამ” პრეზიდენტი არალეგიტიმურად გამოაცხადა

ertsulovnebaმოძრაობამ “ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის” საქართველოს პრეზიდენტი არალეგიტიმურად გამოაცხდა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს პრეზიდენტის უფლებამოსილების განხორციელების თხოვნით მიმართავს.

“ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ვინაიდან, საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი, გთხოვთ გაითვალისწინოთ თქვენი ამომრჩევლების, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მიერ გამოხატული ნება და შეუდგეთ კონსტიტუციით თქვენდამი დაკისრებულ, პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას.

ეთხოვოს საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას, უზრუნველყონ მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების მომზადებისა და ჩატარებისთვის აუცილებელი პირობების შექმნა, როგორც საკანონმდებლო, ისე ორგანიზაციული თვალსაზრისით”, -აღნიშნულია მიმართვაში, რომელსაც ორგანიზაცია ავრცელებს.

პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან მოძრაობა “ერთსულოვნების” ორგანიზებით პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

მოძრაობა “ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის” ლიდერი თემურ შაშიაშვილი აცხადებს, რომ უკვე დასრულებულია პრეზიდენტის ხუთწლიანი ვადა, რა ვადითაც იგი 5 წლის წინ ქართველმა ხალხმა აირჩია და და აუცილებელია მან თანამდებობა დატოვოს.

“აუცილებელია დაცული იყოს კონსტიტუცია, რომელშიც ნათლად წერია, რომ საპრეზიდენტო ვადა 5 წელს შეადგენს. დღეს ეს ვადა უკვე გასულია, ამიტომ დღეს ჩვენ გვაქვსაქცია, რომ დავიცვათ ჩვენი კონსტიტუცია და ჩვენი ღირსება”, – აღნიშნა შაშიაშვილმა.

შაშიაშვილი საქარტველოს პარლამენტსაც აფრთხილებს და აცხადებს, რომ პარლამენტს უკვე გადაეგზავნა მოძრაობის მოთხოვნა პრეზიდენტის გადადომის შესახებ და თუ თუ პარალამენტი ამას არ გაითვალისწინებს, პრეზიდენტის შემდგომ საქმიანობაზე სრული პასუხისმგებლობა სწორედ მას დაეკისრება.

რეზიდენციასთან მოძრაობის მიერ გაშლილ კარავში მიმდინარეობს ხელმოწერების შეგროვებაც. შაშიაშვილის ინფორმაციით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნაზე ხელი უკვე მილიონზე მეტ ადამიანს აქვს მოწერილი. “ერთსულოვნების” მოთხოვნას სოლიდარობას უცხადებენ ასევე საზოგადო მოღვაწეები და პოლიტპატიმრები.

მოძრაობა”ერთსულოვნებაში” გაერთიანებულია 70-მდე საზოგადოებრივი მოძრაობა.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *