(info9)ბრიფინგი პრაიმ-ტაიმში (21.02.13)

„საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, დღეიდან მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტი აღარ არის და ვინც მას პრეზიდენტს უწოდებს, დაარღვევს საქართველოს კონსტიტუციას“ -განაცხადა ერთსულოვნების წევრმა მიხეილ ანდღულაძემ შემაჯამებელ პერსკონფერენციაზე. მისი თქმით, ის მისია რაც ერთსულოვნებამ იკისრა შესრულებულია და პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნას საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ ხელი მოაწერა. იგი მიიჩნევს, რომ ეს სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ პრეზიდენტმა დატოვოს პოსტი. თუმცა როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილი ამ ნაბიჯის გადადგომას არ აპირებს. კოალიცია „ერთსულოვნების“ წევრების აზრით, ერთადერთი ლეგიტიმური ორგანო, რომელმაც დროულად უნდა მოახდინოს ამ ფაქტზე რეაგირება და მიიღოს დადგენილება პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ პარლამენტია. როგორც პრესკონფერენციაზე აღინიშნა, კოალიციის აქციები გაგრძელდება, თუმცა მას საინფორმაციო დატვირთვა ექნება. კოალიცია „ერთსულოვნებამ“ საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება რამდენიმე თვის წინ დაიწყო.

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *