(ინტერპრესნიუსი)რეზო ჩხეიძე – მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ისტორიის შავი ლაქაა
საქართველოს ჰყავდა დავით აღმაშენებელი და სამწუხაროდ ჰყავს დამანგრევლებიც, ის ჩვენს რეალობაში მიხეილ სააკაშვილია , – აღნიშნული განცხადება პრეზიდენტის რეზიდენციასთან გამართულ საინფორმაციო მიტინგზე რეჟისორმა რეზო ჩხეიძემ გააკეთა.
მისი თქმით, საქართველოს ისტორიას შავი ლაქებიც აქვს და ერთ-ერთი შავი ლაქა მიხეილ სააკაშვილისაა. “მიხეილ სააკაშვილმა დაანგრია ქართული ცნობიერება, სულიერება, ყოფა და სახელმწიფოებრიობა. ამისთვის მას პასუხი უნდა მოეთხოვოს. სადაც არ უნდა წავიდეს ის, ეს დანაშაულებები მას უნდა მოეკითხოს. მანამდე კი თანამდებობა უნდა დატოვოს”, – განაცხადა რეზო ჩხეიძემ.
ამ დროისთვის პრეზიდენტის რეზიდენციასთან 100-მდე ადამიანია შეკრებილი. ისინი პრეზიდენტის თანამდებობიდან მიხეილ სააკაშვილის გადადგომას ითხოვენ და საამისოდ ხელმოწერებსაც აგროვებენ.
აქციის მონაწილეებს რეზიდენციასთან ხუთი კარავი აქვთ გაშლილი.



