(newspress)პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნას გუშინ 10 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი

karaviსაქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნას, 21 იანვარს თბილისში 3 ათასამდე ადამიანმა, მთლიანად ქვეყნის მასშტაბით კი 10 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი.

ამის შესახებ ინფორმაციას კოალიცია „ერთსულოვნება“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ხელმოწერების შეგროვება პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან 24 საათიან რეჟიმში გრძელდება.
„ერთსულოვნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, აქციის მონაწილეების უკიდურესი აღშფოთება გამოიწვია „პრეზიდენტყოფილის“ გამოსვლამ სტრასბურგში, ევროსაბჭოს სხდომაზე, რაც წარმოუდგენელ თავხედობად და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებად იქნა აღქმული საქართველოში მიმდინარე მოვლენების ფონზე“.
კოალიცია, დღეს შტაბის გაფართოებულ შეკრებას გამართავს, სადაც სამოქმედო გეგმებზე იმსჯელებენ.

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *