(ინტერპრესნიუსი)მოძრაობა “ერთსულოვნება” პრეზიდენტის სასახლის გარშემო ცოცხალი ჯაჭვის გაკეთებას გეგმავს
მოძრაობა “ერთსულოვნება” პრეზიდენტის სასახლის გარშემო ცოცხალი ჯაჭვის გაკეთებას გეგმავს.
როგორც “ინტერპრესნიუსს” “ერთსულოვნების” ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა თემურ შაშიაშვილმა განუცხადა, ცოცხალ ჯაჭვს ისინი პრეზიდენტის საქართველოში დაბრუნებისას გააკეთებენ და მას რეზიდენციაში არ შეუშვებენ.
ამ დროისთვის პრეზიდენტის რეზიდენციასთან კარვები ისევ გაშლილია და მიხეილ სააკშვილის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება გრძელდება. შაშიაშვილის თქმით, ხელმომწერთა რიცხვს ყოველდღიურად 10 000-მდე ადამიანი უერთდება.
კარვები პრეზიდენტის რეზიდენციასთან 20 იანვარს გაშალეს. აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ვალდებულია გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთოს, არჩევნების დანიშვნამდე კი პრეზიდენტის მოვალეობა პარლამენტის თავმჯდომარემ უნდა შეასრულოს.
Facebook Comments



