(newspress)კოალიცია „ერთსულოვნება“ დღეს პრეზიდენტის რეზიდენციის გარშემო ცოცხალი ჯაჭვის გაკეთებას გეგმავს
კოალიცია „ერთსულოვნება“ დღეს, 18 საათზე, პრეზიდენტის რეზიდენციის გარშემო, „ღირსების შეკრების“ ფარგლებში, ცოცხალი ჯაჭვის გაკეთებას გეგმავს
ამ საკითხზე, კოალიციის სახელით, დღეს მიმართვა ცნობილმა ფეხბურთელმა მანუჩარ მაჩაიძემ გაავრცელა.
„დღეს, 24 იანვარს 18:00 საათზე, პრეზიდენტის სასახლესთან, „ღირსების შეკრების“ ფარგლებში – ვდგებით ცოცხალ ჯაჭვში პრეზიდენტის სასახლის ირგვლივ და საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მოსახლეობის, საქართველოს მეგობრების, მსოფლიო საზოგადოების გასაგონად ვაცხადებთ, რომ „საქართველოს ჰყავს თვითმარქვია პრეზიდენტი!“
დავდგეთ ერთად და დავიცვათ საკუთარი და ქვეყნის ღირსებაც!
დავდგეთ ერთად და ღირსებით ვიბრძოლოთ დემოკრატიისა და სამართლიანობისათვის საქართველოში“ – ნათქვამია მანუჩარ მაჩაიძის მიმართვაში.
კოალიცია მოსახლეობას აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.



