(newsline)თემურ შაშიაშვილი – ღირსება აქვს ისეთ კაცს, რომელიც არ ითმენს ასეთ პრეზიდენტსა და ასეთ მხედართმთავარს

me2მოძრაობა “ერთსულოვნების” წევრებმა მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით პრეზიდენტის სასახლის გარშემო ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს. .

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორისა და პოლიტიკური პარტია „თეთრების“ ლიდერის თემურ შაშიაშვილის განცხადებით, ღირსება აქვს ისეთ კაცს, რომელიც არ ითმენს ასეთ პრეზიდენტსა და ასეთ მხედართმთავარს.

„ჩვენ ამ აქციით დღეს კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ მსოფლიოს, რომ თვითმარქვია და სამარცხვინო პრეზიდენტი გვყავს“, – აღნიშნა თემურ შაშიაშვილმა.

შაშიაშვილი ურჩევს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს და პარლამენტს, რომ ნუ იღებენ პასუხისმგებლობას იმ კაცის ქმედებებზე, რომელსაც უბედურების მოტანა უნდა.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *