(ინტერპრესნიუსი)”ერთსულოვნება” პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის პარალელურად აქციას გეგმავს

iveroni კოალიცია “ერთსულოვნება” 29 იანვარს, სასტუმრო “D-პლაზაში” რიგით მე-6 კონფერენციას გამართავს. როგორც “ინტერპრესნიუსს” კოალიციიდან აცნობეს , კონფერენციაზე განხილული იქნება შემდეგი საორგანიზაციო საკითხები: “მთელი საქართველოდან, ქუთაისში პარლამენტთან საპროტესტო, ხალხის თავმოყრისთვის და იმ დღეს, როდესაც სააკაშვილი დააპირებს პარლამენტში მისვლას – ღირსების შეკრებას მოვუწყობთ პარლამენტს ქუთაისში!”.

“აღნიშნულის მოსამზადებლად ჩამოყალიბდება ჯგუფები და მთელ საქართველოს შემოვივლით ხელმეორედ, რათა ყველა ჩვენს თანამემამულეს ადგილზე გავაცნოთ ქუთაისში დაგეგმილი აქციის შესახებ. ამასთან ერთად ვაცხადებთ, რომ ხელმოწერები სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით თავად ხალხის ნებიდან გამომდინარე კიდევ გრძელდება და ალბათ მალე 2 მილიონსაც მიაღწევს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი აღარ არის და ამაში ყველა ერთსულოვანი უნდა ვიყოთ”,-ნათქვამია “ერთსულოვნებას” განცხადებაში.

ამასთან, კოალიცის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს პარლამენტი აყოვნებს და არ ახდენს სათანადო რეაგირებას, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით, მისი დამოკიდებულების დაფიქსირებაზე.

“პარლამენტი არჩეულია საქართველოს ამომრჩევლების მიერ და მისი ვალდებულებაა ამომრჩევლების ნების სამართლებრივი განხორციელება. მილიონზე მეტი ხელმომწერის სახელით, საქართველოს კონსტიტუციაზე დაყრდნობით, ჩვენ მოვითხოვთ დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება პარლამენტმა და საპრეზიდენტო უფლებამოსილების განხორციელება გადააბაროს პარლამენტის თავმჯდომარეს”,-აცხადებენ “ერთსულოვნებას” წევრები.

ისინი ასევე მიიჩნევენ, რომ კატეგორიულად მიუღებელია პარლამენტში მიწვეული იყოს მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის რანგში, “მით უმეტეს, როგორც პრეზიდენტს, მიეცეს მას ანგარიშით გამოსვლის შესაძლებლობა”.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *