(geonews)- პაატა ცნობილაძე – ხალხისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ერთი ადამიანი დაამყარებს დიქტატურას თუ პარტია

1550cnobiladze paataპრეზიდენტს უფლებამოსილების ვადა გაუვიდა, მაგრამ პარლამენტი არ დგამს ნაბიჯს, რომ დაიცვას კონსტიტუცია და მას უფლებამოსილება კონსტიტუციით შეუწყვიტოს, -განაცხადა “ჯეონიუსთან” საუბრისას კონსტიტუციონალისტმა, მსოფლიო იურისტთა ასოციაციის პირველმა ვიცე პრეზიდენტმა პაატა ცნობილაძემ.

როგორც ცნობილაძე განმარტავს, ცვლილებები პრეზიდენტის უფლებამოსილებასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება მთავრობისა და პარლამენტის დათხოვნის უფლებას, რომლებიც ამჟამად წარმოდგენილია პარლამენტში, არც არსებული და არც მოსალოდნელი კრიზისის მოგვრების საშუალება არ არის.

კონსტიტუციონალისტის თქმით, ასევე დებატების გამართვა აუცილებელია, ქვეყნის მოწყობის ფორმის გადაწყვეტის შესახებ და ეს გადაწყვეტილება რეფერენდუმის შედეგად უნდა იქნას მიღებული.
“მე ვერ მოვისმინე არგუმენტი, რომელიც აშკარას გახდის საჭიროებას, რომ საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკურ მმართველობაზე უნდა გადავიდეს. ხალხისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ერთი ადამიანი დაამყარებს დიქტატურას თუ პარტია. როდესაც მოდელი იცვლება ქვეყანაში, აუცილებელია რეფერენდუმის ჩატარება”, –  აღნიშნავს პაატა ცნობილაძე.
მისივე განმარტებით, “ცალსახაა, რომ პარლამენტი თბილისში უნდა გადმოვიდეს”. კოალიცია „ერთსულოვნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა ცნობილაძემ საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით, სატელევიზიო დებატებში პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებების ავტორი, რესპუბლიკელი ვახტანგ ხმალაძე  გაიწვია.

Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *