(რუსთავი 2) კოალიცია “ერთსულოვნება” სააკაშვილისთვის “სირცხვილის კორიდორის” მოწყობას გეგმავს

11111კოალიცია ერთსულოვნების წევრებმა 6 თებერვლის აქციასთან დაკავშირებით ‘დიდუბე-პლაზა”-ში საორგანიზაციო შეხვედრა გამართეს. კოალიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ საქართველოს პრეზიდენტის ქუთაისში გამოსვლის დროს მას სირცხვილის კორიდორს მოუწყობენ. საპარლამენტო უმრავლესობას კი მოუწოდებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო უფლებამოსილება არ ცნოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მის შემდგომ ქმედებებზე პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ და საპარლამენტო უმრავლესობას დააკისრებენ.

თემურ შაშიაშვილი კოალიცია ერთსულოვნების წევრი: ჩვენ ვთვლით, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეიზდენტი 22222არ არის და იმ დღეს, როცა მას მიიწვევენ, როგორც საქართველოს თვითმარქვია პრეზიდენტს პარლამენტში გამოსასვლელად, მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ყველა რეგიონიდან ჩამოვლენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები. ჩვენ არა მარტო სააკაშვილს მოვუწყობთ სირცხვილის კორიდორს, რომელიც მართლაც შუბლსქელი, ძალაუფლებაზე შეყვარებული ადამიანია, ვერ თმობს სკამს და არ მიდის პრეზიდენტობიდან და სადაც კი გამოდის ლანძღავს და თათხავს საქართველოს და ქართველ ხალხს, არამედ ეს იქნება ძალიან მძიმე შეტევა საქართველოს პარლამენტის და „ქართული ოცნების“ მიმართაც.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *