(primetimenews.ge)კოალიცია “ერთსულოვნება” პროტესტს პარლამენტის მიმართ გამოთქვამს

primetimeკოალიცია “ერთსულოვნება” 6 თებერვალს ქუთაისში, პარლამენტის წინ ღირსების შეკრებას გამართავს.

როგორც “პრაიმტაიმის” პრესკლუბში კოალიციის ლიდერებმა თემურ შაშიაშვილმა და რეზო ჩხეიძემ განაცხადეს, ამჯერად ისინი პროტესტს საქართველოს პარლამენტის მიმართ გამოთქვამენ, “რომელმაც თვითმარქვია პრეზიდენტი სიტყვით გამოსასვლელად მიიწვია”.

კოალიციის მოთხოვნაა პარლამენტმა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება პრეზიდენტის უფლებამოსილების გასვლის შესახებ.

“საქართველოს უკვე ყოფილი პრეზიდენტი აპირებს საანგარიშო სიტყვით გამოვიდეს საქართველოს პარლამენტში. არ ვიცი რა ანგარიშით უნდა გამოვიდეს უკვე ვადაგასული პრეზიდენტი. დროა აღიკვეთს უკანონობის თარეში ქვეყანაში. ერთადერთი ორგანო, რომელსაც შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, არის პარლამენტი. ჩვენ მათ გაუგზავნეთ დადგენილების პროექტი, რაზეც პირდაპირი პასუხი ვერ მივიღეთ. ამჯერად პრეტენზია აღარ გვაქვს მიხეილ სააკაშვილთან. მივხვდით,რ ომ ის არის ძალაუფლების მოყვარული ადამიანი. ჩვენ პროტესტს გამოვთქვამთ პარლამენტის მიმართ, რომელმაც ვადაგასული პრეზიდენტი მიიწვია”, – განაცხადა თემურ შაშიაშვილმა.

კოალიცია “ერთსულოვნების” მიერ ორგანიზებული ღირსების შეკრება ქუთაისში 10 საათზე დაიწყება.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *