(newposts)8 თებერვლის აქცია მიმართულია პარლამენტისა და „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ’’

n4,,8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, 12 საათზე, „ღირსების შეკრება“, 21-ე საუკუნის დიდგორი, ქუთაისში პარლამენტთან დავდგეთ ერთად’’- ამ მოწოდებას ,,ერთსულოვნების’’ ლიდერი თემურ შაშიაშვილი აკეთებს, რომელმაც ,,ნიუპოსტთან’’ საუბარში განაცხადა, რომ აქტივისტებთან ერთად ბარიკადებითა და ავტომობილების სიგნალის თანხლებით, თვითმარქვია პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას გააპროტესტებს.

„ ჩვენ არავის არ ვაიძულებთ და ვერავის ვერ ჩავიყვანთ იქ ავტობუსებით, ყველა ადამიანის ღირსების საქმეა დადგეს ჩვენთან ერთად. 6-ში ჩვენ ქუთაისში გავხსნით კარავს და იქ გვექნება შტაბი, გამოვხატავთ ჩვენს პროტესტს. ეს აქცია ემსახურება იმას, რომ დავიცვათ ჩვენი ღირსება, გავაპროტესტოთ ვადაგასული თვითმარქვია პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა, მთელი საქართველოს მასშტაბით, ავტომობილების სიგნალებით გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი. ასევე ვაპირებთ ჩვენს მიერ შეგროვებული ხელმოწერებით გავაკეთოთ ბარიკადები, გადააბიჯონ პარლამენტის წევრებმა და ისე შევიდნენ შენობაში. ასევე ვაკეთებთ ტექსტს, რომელსაც ხელი უნდა მოაწეროს ყველამ. ამ აქციით, რომელიც მხოლოდ ერთი დღე იქნება, გვინდა მსოფლიოს გავაგებინოთ, რომ საქართველო აღარ არის ის ქვეყანა, რომელსაც მოსკოვმა და ვაშინგტონმა რაიმე უკარნახოს“- აღნიშნა შაშიაშვილმა.

თემურ შაშიაშვილი ამავდროულად აცხადებს, რომ ეს აქცია არ არის პრეზიდენტის საწინააღმდეგო, რადგან ,,დღეს პრეზიდენტი არ გვყავს, ის არის თვითმარქვია, ვადაგასული’’,
,,სამართლებრივად ჩვენ მოვიგეთ’’ – ამბობს შაშიაშვილი და იქვე დასძენს, რომ ამ საკთხში მას ვახტანგ ხმალაძეც დაეთანხმა, რომელმაც მისი თქმით, ხელისშემშლელად პოლიტკური ფაქტორი დაასახელა. შაშიაშვილი ამას პარლამენტის სისუსტეს უწოდებს.

,,ჩვენს მიერ დაგეგმილი აქცია არ არის პრეზიდენტის საწინააღმდეგო, რადგან დღეს პრეზიდენტი არ გვყავს, ის არის თვითმარქვია, მატყუარა, ვადაგასული პრეზიდენტი. ასე, რომ ჩვენ პირველი ნაწილი ჩვენი ქმედებებისა დავასრულეთ. სამართლებრივი ასპექტით ჩვენ მოვიგეთ, რადგან ყველა და მათ შორის ვახტანგ ხმალაძეც კი ეთანხმება იმას, რომ სამართლებრივად ჩვენ მართლები ვართ, ხოლო ჩვენ პოლიტიკური ფაქტორი გვიშლის ხელს – ასე მითხრა მან, ამას სისუსტეს დავარქმევ და არა სიძლიერეს,’’- აცხადებს შაშიაშვილი და დასძენს, რომ ეს აქცია სწორედ პარლამენტისა და ,,ქართული ოცნების’’ წინააღმდეგაა მიმართული, რომლებმაც ვერ შეძლეს, დაამთავრონ სააკაშვილის პრეზიდენტობა,

,,ეს აქცია მიმართულია პარლამენტისა და „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, ანუ იმ პარლამენტის წინააღმდეგ, რომელსაც მარტივი დადგენილება გავუგზავნეთ და პასუხსაც ვერ გვეუბნებიან შეუძლიათ დაამთავრონ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით სააკაშვილის პრეზიდენტობა საქართველოში. ვინც ხელი მოვაწერეთ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის ვადის გასვლას და მის ყველა ქმედებაზე 20 იანვრის შემდეგ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ პარლამენტს. ეს რის საქართველოსთვის დამანგრეველი გადაწყვეტილება. ბოლო პერიოდში სააკაშვილი „რაგატკით“ დადის და, ეს სირცხვილია“_ აღნიშნა თემურ შაშიაშვილმა.

პოლიტიკოსი ,,ნიუპოსტთან’’ მიხეილ სააკაშვილსა და დასავლეთს შორის არსებულ გარიგებაზე საუბრობს. მისი თქმით, სწორედ დასავლეთიდან ხდება ზეწოლა იმაზე, რომ სააკაშვილი კიდევ 10 თვე იყოს პრეზიდენტად. შაშიაშვილი ამ საკითხში სააკაშვილის ერთ-ერთ მხარდამჭერად ამერიკელ სენატორს ჯონ მაკ-კეინს ასახელებს.

„ ყველაზე მთავარი პოლიტიკური ჭრილია და ჩვენ სწორედ აქეთ მივდივართ, მხედველობაში მაქვს ის, რომ დასავლეთიდან ძალიან ბევრი პოლიტიკური მხარდამჭერი ჰყავს მიხეილ სააკშვილს და ასევე ცალკეული პიროვნებებიც, მაგალითად მაკ-კეინი და ეხლა მისი მსგავსი ფიგურების ზეწოლა ხდება იმაზე, რომ ნუ გავაპროტესტებთ სააკშვილის პრეზიდენტობის ვადას და ამბობენ , რომ 10 თვე კიდევ იყოს პრეზიდენტად, ეს ნიშნავს იმას, რომ მიხეილ სააკშვილთან იყო რაღაც გარიგება, ანუ თუ ის არ გააყალბებდა არჩევნებს, მაშინ 10 თვით გაუხანგრძლივებდნენ პრეზიდენტობას“,- აცხადებს შაშიაშვილი და დასძენს, რომ ,,სწორედ ამ გარიგების წინააღმდეგაა ჩვენი ბრძოლა მიმართული’’.

შაშიაშვილი სააკაშვილის პრეზიდენტად მოყვანაში ედუარდ შევარდნაძის და ზურაბ ჟვანიას წვლილზე საუბრობს და ამ ფაქტს, მათი მხრიდან გაკეთებულ ,,დიდ საჩუქარს’’ უწოდებს.

„სააკაშვილი პეტერსონ ბელგრაფის სომხური ფირმიდან ჩამოვიდა. დიდი საჩუქარი მოგვართვეს ედუარდ შევარდნაძემ და ცხონებულმა ზურაბ ჟვანიამ, რომლებმაც ამ ფირმის სომხური ლობისტი წამოიყვანეს და 5-6 წლის განმავლობაში გახადეს ფიგურა საქართველოში. დღეს კი ის აცხადებს, რომ შევარდნაძის მტერია. შევარდნაძემ შექმნა, როგორც ყალბი ფიგურა, ყალბი პრეზიდენტი და მას აწყობდა, რომ ასეთი პრეზიდენტი ჰყოლოდა საქართველოს. ყველა მოგებული დარჩა სააკაშვილის პრეზიდენტობით, შევარდნაძეც, დასავლეთიც, ამერიკაში მთელი რიგი პოლიტიკური წრეებიც. სააკაშვილის პრეზიდენტობა ყველასთვის ცუდი იყო, გარდა სომხეთისა და ეს არის რეალობა’’, – აცხადებს შაშიშვილი და მიიჩნევს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით პრეზიდენტს დღეს აქვს ისეთი ძალაუფლება, რომ მას შეუძლია მის მიერ დანიშნული მთავრობით ჩაატაროს არჩევნები.

,,ასეთი პოლიტიკურად ბინძური კონსტიტუცია აქვს საქართველოს, რომელიც არის ერთი კაცზე მორგებული. დღეს ჩვენ ამ კაცის წინაღმდეგ კი არ ვიბრძვით, ასეთი ბინძური კონსტიტუციის და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ გამოვდივართ“- აღნიშნა შაშიაშვილმა.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *